საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თინა ხიდაშელი: "ჩემი გონებაც და გულიც კიევში, მაედანზეა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/02 21:12:39

 

პარლამენტარი თინა ხიდაშელი თავის დამოკიდებულებას და კომენტარს ავრცელებს სოციალურ ქსელში:

"ჩემი გონებაც და გულიც კიევში, მაედანზეა. მიყვარს უკრაინა, მეიმედება მათი წარმატება. მაგრამ არა იმიტომ რომ ჩვენი წარმატების გზა უკრაინაზე გადის. არა. ყველა თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანის მეგობარი და მოსარჩლე ვარ ყველა ქვეყანაში და ყველა ვითარებაში. 


უკრაინა ევროპაა. დიდი წარმატების ღირსი ქვეყანა, რომელიც დარწმუნებული ვარ სულ მცირე ხნით დაამუხრუჭეს. მაედანზე ხალხი ყოველ წუთს ამტკიცებს რომ ეს მცირე ხანი იმაზე უფრო მცირე იქნება ვიდრე მათ ხელისუფლებას ეხლა გონია. 



ასეთი ადამიანებით არსებობენ სახელმწიფოები, ასეთ ადამიანებზე დგას წარმატება და წინსვლა. ისინი ძალიან ბევრი არიან უკრაინაში და ძალიან ბევრი არიან ჩვენთანაც. ამიტომაც მჯერა რომ უკრაინასთან ერთად ხელიხელ ჩკიდებული გავივლით ამ ეკლიან გზაზე და სამშვიდობოზე ერთად გავალთ მოკაშკაშე ვარსკვლავებიანი პასპორტით ხელში. 



ასევე იმ ადამიანების გულშემატკივარი ვინც დღეს ერევანში პუტინის სტუმრობას აპროტესტებდა. 
ყველა თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანის მეგობარი და მოსარჩლე ვარ ყველა ქვეყანაში და ყველა ვითარებაში. 
მონობას ვგმობ და ვებრძვი.

 

მონა და მორჩილი ადამიანი პირველ რიგში მისი პატრონისათვის არის საშიში და შემდეგ დანარჩენი საზოგადოებისათვის. მონობა ადამიანს რყვნის, სულს აცარიელებს, გონებას თრგუნავს, ადამიანს არსებობის საშუალებას აძლევს მაგრამ სიცოცხლეს უსპობს, ბედნიერებას ართმევს. 


მძულს ყველა ვინც ძალადობს. ვისაც საკუთარი კუნთის, ან უფრო უარესი ძალაუფლებითი სიძლიერის იმედი აქვს და ისე თრგუნავს, ანადგურებს ირგვლივ ყველაფერს. 


არასოდეს მესმოდა და ვერ გავიგებ ძალადობასთან კომპრომისს, ძალადობის გამართლებას და მით უფრო პროპაგანდას. ვერასოდეს გავიგებ იმ ადამიანების ვისაც გულწრფელად სჯერა რომ ჩვენ, მოქალაქეები გადასახადებს იმიტომ ვიხდით რომ ჩვენი ფულით ნაყიდი ტყვია გვესროლონ, ხელკეტით გვცემონ. ვერასოდეს გავიგებ მევე რატომ უნდა გადავუხადო ვინმეს ჯილდო ჩემსავე ცემაში, ტყვიის სროლაში. 

 


მძულს როდესაც, ადამიანები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ძალადობის მსხვერპლი თანაგრძნობის ღირსებად და "მეტად უნდა ეცემათ" კატეგორიებად დაყონ; 


მძულს როდესაც, ადამიანები იჯერებენ რომ მხოლოდ მათ იციან რა არის თავისუფლება, და თავად რომ იციან მხოლოდ ისეთ თავისუფლებისათვის არ უნდა შეიძლებოდეს ხელის შეშლა;


მძულს, როდესაც მსხვერპლისათვის ბოდიშის მოხდა, პატიების თხოვნა არ შეგიძლია;

ზემოთაც ვთქვი ჩემი გული და გონება ეხლა მაედანზეა, ზუსტად ისევე როგორც ერევანში, მანამდე ბაქოში, მანამდე მოსკოვსა და პეტერბურგში, და ყოველთვის თბილისში. 

და ჩემო მეგობრებო, მე ერთ ადამიანს მგონია, რომ თუკი მხოლოდ სხვისი გატეხილი თავის და ნაცემი გოგონას ტკივილი აღგვაშფოთებს, არასოდეს დაგვიჯერებენ. საკუთარი გოგონები არ უნდა ვცემოთ პირველ რიგში, საკუთარ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს უნდა გავიფრთხილდეთ ჯერ და შემდეგ დაგვიჯერებენ პროტესტის გულწრფელობასაც და ორფერა მაისურებსაც."


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია