დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე ,,მსმელი“ ქვეყნების 2014 წლის სტატისტიკა
2015/01/04 20:42:29

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ალკოჰოლის მოხმარების კუთხით და როგორია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის სტატისტიკა. ანგარიშის თანახმად, ბელორუსიის მოქალაქეები ყველაზე მსმელებად დასახელდნენ.


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში " გლობალური სტატისტიკა ალკოჰოლსა და ჯანმრთელობაზე 2014" აღნიშნულია, რომ ბელორუსიაში 15 წლის ზევით მოზარდები წლის განმავლობაში 17,5 ლირტ სუფთა სპირტს მოიხმარენ, მამაკაცები 27,5, ხოლო ქალები 9,1 ლიტრს.

 

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს 200 ქვეყანათა შორის საქართველო მხოლოდ 67-ე ადგილზეა, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ერთ საშუალო სტატისტიკურ ქართველს წლის განმავლობაში 7,7 ლიტრი ალკოჰოლი აქვს მიღებული.

 

მეორე ადგილზეა მოლდოვა (16,8 ლიტრი), მესამეზე - ლიტვა (15,4), რუსეთი მხოლო მეოთხე ადგილზეა (15,1 ლიტრი), მეხუთეზე - რუმინეთია (14,1).

 

გამოცემის ცნობით, ასევე ბელორუსები რუსებთან შედარებით მეტ ფულსაც ხარჯავენ ალკოჰოლში. ამასთან, როგორც ანაგრიშშია აღნიშნული ბელორუსიაში რუსეთსა და უკრაინასთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტ ადამიანს უდგინდება ალპჰოლური ფსიქოზი.

 

ანგარიშის თანახმად, ბელორუსიაში გაზრდილია ალკოჰოლის რეალიზაციის მაჩვენებელიც.

 

წყარო:http://newposts.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია