დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა საერთაშორისო დღე
დღეიდან, ყოველ 20 ივნისს, ქუთაისის ბულვარში სოხუმური ყავით გაგვიმასპინძლდებიან...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/06/20 13:45:18

კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქუთაისში ახალ ტრადიციას ჩაუყარა  საფუძველი. დღეიდან, ყოველ 20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეს, ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდებიან.

 

მსურველებმა ფოტოები  ზუსტად იმ კაფე-ბარ „ამრას“ და სანაპიროს ბანერის წინ  გადაიღეს, სადაც ცნობილი „ყავა ქვიშაზე“ დუღდებოდა. აქცია-პერფორმანსზე „სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში“, დევნილთა საკითზებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, საოჯახო ფოტოების არქივი „ჩვენ აფხაზეთიდან ვართ“ გამოფენა, აქტივობების ამსახველი კალეიდოსკოპი და  თოჯინების თეატრის პრემიერა წარმოადგინეს.

 

 

„დღეს სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ერთად აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ყველა იმ მონატრებულ სახლში, სადაც ჩვენი მოგონებები ინახება. დღევანდელი დღე აუცილებლად დარჩება ქუთაისის ტრადიციად“ - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 

 

ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „სოხუმი“. პარტნიორი ორგანიზაციები „მეწარმე ქალთა ფონდი“; „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“; პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“; „აფხაზინტერკონტი“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია