დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/10/01 23:58:09

„წიგნი ყველა სკოლას!" - ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატისგან ახალციხის მუნიციპალიტეტის 17-მა სკოლამ მიიღო საჩუქრად წიგნები

 

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს ინიციატივით,სამცხეში წიგნიერების კვირეულის ტრადიცია უკვე მეოთხე წელია, გრძელდება და მისი მხარდამჭერია ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ანტონ ობოლაშვილი. 

 

წიგნიერების კვირეული წელიწადში ორჯერ  იმართება, რაც ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის მხატვრული ლიტერატურის  თანამედროვე გამოცემების საჩუქრად გადაცემას.

 

ბატონი ანტონ ობოლაშვილის თქმით, მისთვის პრიორიტეტულია განათლებისა და წიგნიერების მხარდაჭერა, მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის ზრუნვა და ის ყოველთვის მზადაა ამ ტიპის აქციების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა მცხოვრებლებმაც მას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს და  მაჟორიტარის მანდატი ანდვეს.

 

 

ამ პერიოდის განმავლობაში ოთხივე მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამ ( ასპინძაში - 22, ადიგენში - 25, ბორჯომში - 21, ახალციხეში - 42), სულ 110-მა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი - მაღალპოლიგრაფიულად გამოცემული თანამედროვე  წიგნები, მხატვრული ლიტერატურა.

 

ოთხწლიანი ტრადიციული წიგნიერების აქციის კვირეულის ფინალური აკორდი ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის 17 სკოლაში შედგა.

 

 აი, ის სკოლებიც, რომლებმაც ამ ეტაპზე მიიღეს პარლამენტარის საჩუქარი:

 

1.     ქ.ვალეს N2 საჯარო სკოლა, დირექტორი გვანცა გოგოლაძე;

2.    ქ.ვალეს N3 საჯარო სკოლა, დირექტორი რიფსიმე არუთუნიანი;

3.     ქ.ვალეს N4 საჯარო სკოლა,  დირექტორი ნათელა აზირაშვილი;

4.     სოფ. სვირის საჯარო სკოლა, დირექტორი ბელა მოდებაძე;

5.     სოფ. მუსხის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო სუდაძე; 

6.     სოფ.მინაძის საჯარო სკოლა, დირექტორი ფიქრია კურტანიძე;

7.     სოფ.ჭაჭარაქის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ოქრომელიძე;

8.     ქ.ახალციხის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი ინგა ვარდიძე;

9.     ქ.ახალციხის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ბელა დიასამიძე;

10.  სოფ.თისელის საჯარო სკოლა, დირექტორი დიანა კახელი;

11.  სოფ.ტყემლანას საჯარო სკოლა, დირექტორი თამუნა ტაბატაძე;

12.  სოფ.ფერსის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი ტაბატაძე;

13.  ქ.ახალციხის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი კარინე თათევოსიანი;

14.  სოფ.ანის საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ კაპანაძე;

15.  სოფ.ჭვინთის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი გაგნიძე;

16.  კერძო სკოლა ,,ხერხემი’’, დირექტორი ბელა კაპანაძე;

17.  სოფ.წყრუთის საჯარო სკოლა, დირექტორი არამ ვარდანიანი.

 

 

წიგნიერების აქციის ფარგლებში ახალციხის სკოლებს მაჟორიტარის ახალციხის ბიუროს წარმომადგენლებთან, მზია თამარაშვილთან და ანი ზუმბაძესთან ერთად ვესტუმრეთ და თითოეული სკოლის ბიბლიოთეკას ბატონ ანტონ ობოლაშვილის საჩუქარი - მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადავეცით.

 

ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში არსებულმა მკითხველთა  კლუბმა (ხელმძღვანელი - მარინე სულაქველიძე; კლუბის წევრები: მარიამ აღოშაშვილი, ნინო გიქოშვილი,საბა ხუციშვილი,ელენე შაშვიაშვილი)  სპეციალური  დახვედრაც კი მოგვიწყო, სადაც ახალგაზრდებმა თავიანთ საყვარელ წიგნებზე, წიგნის მნიშვნელობასა და მაჟორიტარისგან მიღებულ ასეთ საჩუქარზე მადლიერებით ისაუბრეს.

 

ზოგადად, 17-ვე სკოლაში შეხვედრების დროს ხელმძღვანელებიც, მასწავლებლებიც და ბავშვებიც ხაზგასმით აღნიშნავდნენ წიგნიერების აქციის მნიშვნელობას კომპიუტერულ ეპოქაში.  თითოეული სკოლის წარმომადგენლები დიდ მადლიერებას გამოხატავდნენ მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ, არამარტო ამ საჩუქრისთვის, არამედ, საერთოდ, მის მიერ გაწეული ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც ბატონი ანტონ ობოლაშვილი რეგიონის საკეთილდღეოდ აკეთებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 37
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია