დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ალბათ მოსაკლავი იყო და მოკლეს" - ვინ არის მსახიობი, რომელიც ვარსკვლავად არა სცენამ, არამედ "რეაქციაში" გაკეთებულმა ფრაზამ აქცია
2015/04/04 17:20:41

ინგა გრიგოლიას გუშინდელი გადაცემის "რეაქციის" მთავარი გმირი მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა გახდა. გადაცემაში ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობას განიხილავდნენ, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა სტუმარმა კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებზე ისაუბრა და ყველაფერი ეს "ბესელია-კაკაბაძის ავადსახსენებელ ამნისტიას" დაუკავშირა.



მისი თქმით, კრიმინალური სიტუაციის გაუარესება ქურდებისთვის "მწვანე შუქის" ანთებამ და "დაჩმორებულმა პოლიციამ" გამოიწვია. სტუდიის სტუმარი, მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა პოლიციელების მისამართით გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიციელები 2012 წლიდან ჰუმანისტები გახდნენ და ამიტომ არ შეიძლება ამის გამო მათ "ჩმორები" უძახონ. 



"მე ჯერ პოლიციელის მოკლული და მოკლული პოლიციელი არ მინახავს", - განცხადა ბოკუჩავამ. პასუხად მას მოკლული პოლიციელის სახელი დაუსახელეს. "ალბათ მოსაკლავი იყო, რამდენი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. იქიდან გადმონაშთია, გამწარებული ყავთ ძალიან ბევრი ხალხი", - განაცხადა ბოკუჩავამ. 


ბოკუჩავას განცხადებას ჯერ დარბაზში და შემდეგ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის მკაცრად გააკრიტიკეს და მეტიც, ნახავთ მომხმარებელთა ნაწილს, რომელიც ითხოვს, ბოკუჩავას ამის გამო ჯარიმა დაეკისროს და შსს-ს რომელიმე განყოფილება დაალაგოს. 



Ambebi.ge დაინტერესდა, ვინ არის ხათუნა ბოკუჩავა, რომელიც მხოლოდ იმიტომ, რომ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, ინგა გრიგოლიას საყვარელი რესპოდენტი გახდა.



ხათუნა ბოკუჩავა დაიბადა 1963 წლის 23 ნოემბერს. 1988 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო რუსთავის თეატრში მსახიობად.
გადაღებულია ფილმებში "მაიტა ნასოსი" და "ფიგაროს ქორწინება". რამდენიმე კვირის წინ ის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა, სადაც ეპიზოდური როლი ითამაშა. 



როგორც მის მიერ, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, ხათუნა ბოკუჩავა ნანა კაკაბაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან, ნატალია ხოხიაშვილთან და გელა ნიკოლაიშვილთან მეგობრობს.

Ambebi.ge ხათუნა ბოკუჩავას შესახებ უფრო მეტის გარკვევას თავად მსახიობისგან შეეცადა. დავინტერესდით იმითიც, ნანობს თუ არა ის მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მაგრამ მან ინტერვიუზე უარი განაცხადა. 



- ელოდით ხალხისგან ასეთ შეფასებას თქვენს განცხადებაზე?
- არ მინდა ჟურნალისტებთან დალაპარაკება, ჩემი "ა" ყოველთვის "ჭ"-დ ჩანს, ამიტომ ვერანაირ ინტერვიუს ვერ მოგცემთ. მქონია ასეთი შემთხვევები და არ მინდა ჩემი ინტერვიუ სადმე გაჟღერდეს. 



- ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, თუ წაიკითხეთ ხალხის შეფასება და ნანობთ თუ არა რაც თქვით?
- არანაირ ინტერვიუს არ გაძლევთ. გთხოვთ, საერთოდ არაფერი არ დაწეროთ. ეს "რეაქცია" იყო და ინგას აქვს ჩემთან ინტერვიუს უფლება...



- ინგა რით გამოირჩევა სხვებისგან?
- იმიტომ, რომ მე ინგასთან ვიყავი. ინგას მიწვეული სტუმარი ვიყავი. საერთოდ არ მინდა ახსენოთ სადმე ხათუნა ბოკუჩავა. ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ რაღაცები მომხდარა. არავის მეშინია, რომ მეშინოდეს არც ინგასთან მივიდოდი. ერთადერთი უფლის მეშინია და არ მინდა არანაირი კომენტარები. წავა შემდეგ "სკეტჩები" და ა.შ. თქვენ ჩემი ნომერი ვინ მოგცათ?



- მსახიობი ხართ და გავიგეთ...
- ძალიან მიუქარია, ვინც მოგცათ ნომერი. გადაეცით ხათუნას ძალიან ეწყინა-თქო.

 



თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია