საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ჩაანაცვლა კოტე ლომიძე თენგიზ თოფურიძემ?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/01 20:41:24

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ამჯერად ორგზის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  კოტე ლომიძემ აღნიშნული პოსტი იმ მიზეზით დატოვა, რომ მერის თანამდებობაზე გამოცხდებულ კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით 8 ოქტომბრამდე მერის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კოპალიანის გადადგომის შემდეგ, psnews.ge-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა თოფურიძეს შეთავაზება მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა თოფურიძემ აღნიშნა, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს მერის მოვალეობა შეასრულოს.

 თოფურიძე, ასევეაღნიშნავს, რომ კონკურსის გავლის შემდეგ, შესაძლოა  კოტე ლომიძე უკვე მერის სტატუსით ჩაანაცვლებს.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისის მერის პოსტზე კონკურსი ჯერ არაა გამოცხადებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია