დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო სადილი ხონის სათნოების სახლში
2015/12/31 02:23:10

30 დეკემბერს სადღესასწაულო სადილი მოეწყო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხონის სათნოების სახლში. სათნოების სახლი უკვე 17 წელია ფუნქციონირებს და დღეს 124 ბენეფიციარს ყოველდღიურად მასპინძლობს. ახალი წელი ბენეფიციარებს იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ,  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ და საკრებულოს თავჯდომარემ ვალერი ბახტაძემ მიულოცეს.  სადღესასწაულო სადილის შემდეგ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები  დაურიგეს.


საქველმოქმედო ორგანიზაცია ხონის სათნოების სახლის დირექტორის თამარ გენძეხაზის თქმით: „მიხარია, რომ თითოეული აქ მოსული ადამიანი კმაყოფიალია, ჩვენ შევეცადეთ ამ წლების მანზილზე მათთვის თბილი გარემო შეგვექმნა. მომავლისთვის მხარის გუბერნატორის  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დახმარებით ხანდაზმულთა სახლის გახსნას ვგეგმავთ.“


ხონის სათნოების სახლში სოციალურად დაუცველი ადამიანები ასაკის შეუზღუდავად ყოველდღიურად დადიან.  ბენეფიციარებისთვის სადილის მენიუ  იცვლება და წვნიანთან ერთად მათთვის მშრალი კერძებიც მზადდება.


ხონის სათნოების სახლს საქველმოქმედო სტატუსი მიმდინარე წელს მიენიჭა. ამ სტატუსის მისანიჭებლად ფინანსთა მინისტრის თანხმობა იყო საჭირო.


ხონის სათნოების სახლს, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და ფინანსური დახმარებით სარემონტო სამუშაოები 2015 წელს ჩაუტარდა. სრულად გარემონტდა სასადილო, სამზარეულო და ბენეფიციართა მოსაცდელი ოთახები. მოეწყო ექიმის კაბინეტი და გარე ფასადი.


 

შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსდა  და შეიძინეს ბენეფიციარებისთვის მაგიდები და სკამები. მოეწყო მათთვის მოსასვენებელი ოთახი რბილი ავეჯით და ტელევიზორით. ასევე სრულად შეიცვალა სამზარეულოს ტექნიკა და ჭურჭელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია