დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე რთველის სამზადისი დაიწყეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/08/10 20:48:27

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრაზე  2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს და  დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.  

ოთარ დანელიამ აღნიშნა,  რომ რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს. პროცესში დაცული იქნება როგორც მეწარმეების და მევენახეების ინტერესები. ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რამაც საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, მთავრობამ სახელმწიფოს მიერ  სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. შეღავათიანი აგროკრედიტის  პროექტის ფარგლებში,  ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის სესხები კვლავ გაიცემა.  შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ფასს არეგულირებს ბაზარი,   სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას და არ ერევა ფასების რეგულაციებში. 


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით,  მიუხედავად რუსეთისა და უკრაინას ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა,   სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შედეგად,  მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე  ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.


რთველი 2015-ის   ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება, რომელიც თელავში განთავსდება. შტაბის ფუნქციონირება  სამინისტროს წარმომადგენლების მეწარმეებთან და მევენახეებთან კოორდინაციას და აქტიურ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.


გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია