საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გზა ევროპისკენ
ევროპის დღეები ქუთაისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებით აღინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/05 01:29:00

ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია თემაზე - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გაიმართა.


 

ლექციას მოწვეული ექსპერტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი მოგიორგი ჩიტაძე უძღვებოდა.


ლექციის პარალელურად, საინფორმაციო ცენტრი ნატისა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით მოეწყო საინფორმაციო კუთხე. სადაც მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ, თემატურ ლიტერატურას გაცნობოდნენ. აქვე შედგა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია, რომელიც იმერეთის რეგიონში მომუშავე ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაცუამ წარადგინდა.


"ვფიქრობთ, რომ ეს აქტივობები მოსახლეობის ინფორმირებას შეუწყობს ხელს რეგიონულ დონეზე. ევროპის დღეების ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი, რაც მის მასშტაბურობას ზრდის. ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებით შევეცდებით რეგიონის მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას და მათ ინფორმირებულობას, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური მითების გაქარწყლებას." - აღმიშნა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

 

ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე იმართება მრავალი ღონისძიება.

 

მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და მოხდეს მოქალაქეების აქტიური ჩართვა ღნიშნულ პროცესში.

 

ევროპის დღეები ხორციელდება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია