დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრმა ფასანაურის საჯარო სკოლას კომპიუტერები გადასცა
2013/04/02 00:06:56

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ფასანაურის საჯარო სკოლას საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე, გიორგი მარგველაშვილი სკოლის მდგომარეობითა და პრობლემებით დაინსტერესდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  რამდენიმე ათეული კომპიუტერი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გადასცა. აღნიშნული კომპიუტერები, ფასანაურის საჯარო სკოლის მსგავსად, რეგიონების  იმ საჯარო სკოლებსაც დაურიგდებათ, სადაც ყველაზე მეტი საჭიროებაა. 

ფასანაურის საჯარო სკოლაში 174 მოსწავლეა. აქედან 71 სკოლაში მეზობელი სოფლებიდან დადის  და მათ 2013 წლის მარტიდან სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ. მანამდე, მოზარდებს დღეში 18-28 კილომეტრის გავლა ფეხით უხდებოდათ.

სამინისტრომ გასულ წლებში სკოლაში ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები ჩაატარა და ახალი ინვენტარით აღჭურვა. სკოლის რეაბილიტაცია  და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ზაფხულშიც გაგრძელდება.

ფასანაურის საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლა ხარისხიან სწავლაზეა ორიენტირებული. გასულ წელს 17 კურსდამთავრებულიდან 14 სტუდენტი გახდა, რომელთაც 70%-50%-იანი დაფინანსება მიიღეს. სკოლის კურსდამთავრებულთა შორის ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1560
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია