დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/28 22:31:45

ქუთაისში დღეს მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთებას ქუთაისელები დიდი ინტერესით ელოდნენ.

 

ეს საახალწლო ღონისძიება სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა გორის ქალთა კამერულმა გუნდმა დახსნა. ცერემონიაში ასევე ქუთაისის "ახალგაზრდული ცენტრის" ბალერინები და ა(ა)იპ ბაგა- ბაღების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

 

დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცეს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ დაიდგა.

 

"ვულოცავ მთელს საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ წარმატებულ წელს და სურვილების ასრულებას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაძვის ხის მორთვასა და საახალწლო განწყობის შექმნაში",-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია