დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკოლოგია
ტყის საერთაშორისო დღე ქუთაისში ხეების დარგვით აღნიშნეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/21 16:10:57
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ხეების დარგვის აქცია მოეწყო.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით 200-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგები დაირგო.


იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა ხეები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად დარგეს.


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. მე-8 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას მოსახლეობაც შეუერთდა. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლემამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ.

ლიკა კაკუშაძე
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია