საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
კახა კალაძე:"თბილისის ყოველდღიური განვითარება იქნება ის მიზანი, რომელიც მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გააერთიანებს"(R)
2017/09/02 19:49:59

კახა კალაძე: თბილისის ყოველდღიური განვითარება იქნება ის მიზანი, რომელიც მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გააერთიანებს

 

თბილისის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო და ქმედით თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც მეტ სიცოცხლეს შეიტანს ჩვენს ქალაქში, - ამის შესახებ პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

კალაძის თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისa და თბილისის, მისი თითოეული უბნის ყოველდღიური განვითარება ის მიზანი იქნება, რომელიც თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვის საქმეში მერიისა და საკრებულოს ძალისხმევას გაერთიანებს.

 

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს წევრების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმებით მოხდა, გათვალისწინებული იყო როგორც თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი, სამოქალაქო პოზიცია და მონაწილეობის მზაობა საერთო საქმეში, ასევე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - თბილისის ერთგულება და სიყვარული.

 

 

გვჯერა, რომ განახლებული საკრებულო განახლებული ენერგიით შეუდგება საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, უახლოს მომავალში, თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია