დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "რონიკო"-ს ფილიალი გაიხსნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/25 13:31:56

ქუთაისში, წმ. ნინოს #1-ში  კომპანია "რონიკოს" ახალი ოპტიკური სალონი გაიხსნა. გახსნილი ოფისი რიგით მე-18 ფილიალია საქართველოს მასშტაბით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.


კომპანია ქუთაისელ მომხმარებლებს წინასაახალწლოდ 10-დან 40%–მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ასვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სასურველი ნივთი განვადებით შეიძინოს.


თუმცა, მომსახურების სერვისი ამით არ შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ფილიალში ექიმ–ოფთალმოლოგის კაბინეტიც ფუნქციონირებს.


როგორც პროექტების მენეჯერი ლედი ანთიძე აღნიშნავს, კვალიფიციური ექიმი სალონის ნებისმიერ მომხმარებელს მხედველობის დიაგნოსტირებას გაუწვეს როგორც სათვალის დამზადების, ასევე კონტაქტური ლინზის შერჩევის მხრივ.


სალონი მომხმარებლებს კონტაქური ლინზების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს, ვინაიდან "რონიკო" კონტაქტური ლინზების კუთხით ლიდერის სტატუსს ატარებს.


მიუხედავად იმისა, რომ "რონიკოში" მსოფლიო ბრენდების კოლექციებია წარმოდგენილი, ის მაინც ყველა სეგმენტზე არის გათვლილი, ნებისმიერ პირს საშუალება აქვს, საახალწლოდ სასურველი ნივთი მისაღებ ფასებში შეიძინოს.


"რონიკოს" მუშაობის 19-წლიანი ისტორია აქვს. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს მასშტაბით 18 მაღაზია ფუნქციონირებს, თუმცა მენეჯერის განცხადებით, მომავალ წელს "რონიკო' ფილიალების გახსნას ქვეყნის სხვა ქალაქებშიც აპირებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3717
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია