საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის დაკავების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/09 11:38:54

ქუთაისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები წისქვილკომბინატ თბილისის თანამშრომლების ირაკლი ლიპარტელიანის და თემურ ქურასბედიანის გათავისუფლებას და სამმართველოს უფროსის ზაზა ჩუბინიძის დაპატიმრებას ითხოვდნენ.


პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი ლიპარტელიანი და თემურ ქურასბედიანი 2013 წლის 13 დეკემბერს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ზაზა ჩუბინიძე კი რომელიც მათი პარტნიორი იყო კვლავ თანამდებობაზე რჩება.


არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური ინტერესების ცენტრის“ წარმომადგენლის გიზო ბანძელაძის განცხადებით, საქმეზე სარჩელი არაწორად არის შედგენილი, ამავდროულად ერთ-ერთმა ზაზა ჩუბინიძე საკუთარი საგმე გამოსაძიებლად თავად აიღო, შესაბამისად მან მოახერხა მაკომპრომიტირებელი დეტალების გაქრობა.


საქმე ეხება "ბევერილი ჯგუფის" მიერ საარჩევნოდ თანხის „ნაციონალური მოძრაობისთვის გადარიცხვას. გაფლანგული თანხა 1 400 000 ლარს შეადგენს. საქმე ეხება 2010 წელს კომპანია "ბევერლი ჯგუფში" საფინანსო პოლიციის მიერ აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებს. რად დროსაც  კომპანიის ხელმძღვანელი სწორედ ზაზა ჩუბინიძე იყო. ჩუბინიძეს  პროკურატურა 800 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა თქმით, ჩუბინიძემ, რომელიც ამ კომპანიაში 6 წელი მუშაობდა საქმის სათავისოდ შემობრუნება შეძლო.


იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამმართველოს პერესსამსახურის განცხადებით, საქმე თბილისის პროკურატურის დაქვემდებარებაშია და ვინაიდან სასამართლო მიმდინარეობს ზაზა ჩუბინიძე კომენტარს არ გააკეთებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია