დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს"-„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ტრეინინგი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/02/08 13:31:09

როგორ აშუქებს თანამედროვე მედია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებს? რა ტერმონოლოგია გამოიყენება და არის თუ არა სენსიტიური საზოგადოება შშმ პირთა მიმართ? ამ საკითხებზე 2 დღიანი ტრეინინგი გაიმართა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ქუთაისის ფილიალში. ფილიალის ფსიქოლოგმა ლიკა მხატვარმა ჟურნალისტებთან, პედაგოგებთან და დაინტერესებულ პირებთან იმ პრობლემებსა და მოდელებზე ისაუბრა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან..

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიაში გაშუქებულ  სიუჟეტებსა და სტატიებში ხშირად სტანდარტების შეუსაბამო ტერმინებით გა,ოიყენება, რაც მასმედიის წარმომადგენელთა ნაკლებ ინფორმირებულობის შედეგია.

ასევე საუბარი შეეხო სტიგმატიზაციის პრობლემას, რის გამოც შშმ პირები ხშირად საზოგადოებისთვის მიუღებენლი ხდებიან, რაც მათი კარჩაკეტილობის მიზეზი ხდება.

ფსიქოლოგის განმარტებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები საზოგადოებიდან გარიყულნი ხშირად ოჯახის წევრების კომპლექსების და შიშის გამო ხდებიან  .

შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ის მეთოდებით,  თუ როგორ დავიწყოთ და შევინარჩუნოთ კომუნიკაცია სხვადასხვა დარღვევევის, შეფერხების, სინდრომისა და სპექტრის მქონე სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან თუ მათ ახლობლებთან.

პრობლემის დასაძლევად უმთავრესი არსებული სტიგმების დაძლევა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.  მტავარია საზოგადოებამ შშმ პირთა უფლებები გაითავისოს და აღიაროს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2813
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია