დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უთმელიძე დელისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/09/22 15:24:17

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელისის ქუჩის ამომრჩეველს და ნადარეიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს,  ქალაქისა და კერძოდ, საბურთალოს  განვითარებისა და კეთილმოწყობის  მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო და მათი ინიციატივები მოისმინა.    

დავით უთმელიძის თქმით, თითოეული ადამიანის საჭიროებას აუცილებლად გაითვალისწინებს და გამოწვევების დაძლევაზე მუშაობას, ეტაპობრივად, მათთან ერთად დაიწყებს.

 

„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის  თითოეული ადამიანის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა გარდავქმნათ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად“, - განაცხადა მან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია