დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი პოსტს არჩევნების დასრულებამდე შეინარჩუნებს
ავტორი:
2013/09/09 13:37:18

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით საქართველოს ყველა ადგილობრივ  თვითმმართველობაში არჩევნების დასრულებამდე  უნდა შეწყდეს  საკადრო ცვლილებები.  კომისია  ყველა მუნიციპალიტეტს მოუწოდებს  თავი შეიკავონ  მასშტაბური საკადრო გადაადგილებებისგან, მათ შორის გამგებლებისა და მერების შეცვლისგან.  

უწყებათაშორისი  კომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებენ  ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებიდან გამოსვლის შემთხვევაში  თანამდებობას მინიმუმ არჩევნების დასრულებამდე შეინაჩუნებს.

"ჩვენ ყველაფერს ვითვალისწინებთ, მათ შორის  ამ რეკომენდაციასაც, თუმცა, სიმართლე გითხრათ ამ საკითხზე კოლეგებთან ჯერჯერობით არ მისაუბრია.  ვიდრე ბატონი დიმიტრი შვებულებაშია,   ვერ  შევისწავლთ მის საქმიანობას, თუმცა, როცა  გამოვა, გავაგრძელებთ პროცესს", -განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გასული თვის 20 აგვისტოს, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებამდე ერთი დღით ადრე გავიდა. მერის იმპიჩმენტს და მისი საქმიანობის შესწავლას საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა ითხოვდა.  დიმიტრი კოპალიანს შვებულების ვადა ორ დღეში ეწურება, თუმცა,  ამ დრომდე უცნობია დაუბრუნდება თუ არა იგი პოსტს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია