დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი – საპარლამენტო ქალაქი
„ღირს კი, სიცოცხლე, რომელიც ამ ქალაქში ვნახე, მხოლოდ იმიტომ მოკვდეს, რომ დეპუტატები იღლებიან?!“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/21 13:20:15

დღეს ბევრი კითხვა ისმის და ბევრს საუბრობენ იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა პარლამენტი ქუთაისში, რა მოუტანა საპარლამენტო ქალაქად გადაქცევის პერსპექტივამ ქუთაისს, ღირდა და ღირს თუ არა საერთოდ ამ იდეის განხორციელება.

 

frontnews.ge ჟურნალისტ ინგა მურუსიძის წერილს აქვეყნებს, რომელიც ქუთაისში მისი ყოფნისას გამოწვეულ შთაბეჭდილებებს შეეხება და ნაწილობრივ აფიქსირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საინტერესო კუთხით. ინგა მურუსიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

ღირს კი, სიცოცხლე, რომელიც ამ ქალაქში ვნახე, მხოლოდ იმიტომ მოკვდეს, რომ დეპუტატები იღლებიან?!“

 

 

გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად გადაწყდა, რომ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის ქუთაისის პარლამენტში უნდა წავსულიყავი. სასტუმრო თბილისიდან დავჯავშნეთ. ნახევარ საათში მე და ჩემი ფოტოგრაფიმამაქალაქშიწასასვლელად უკვე მზად ვიყავით. „ქუთაისის პარლამენტს უნდა დავემშვიდობო“,  – ვფიქრობდი და ისე მივყვებოდი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსკენ მიმავალ გზას... რამდენიმე საათშიმამაქალაქშივიყავით.

 

პირველი შთაბეჭდილება: ქალაქის ცენტრილამაზად, მრავალფერად განათებული შადრევანი. ცოტა ქარია, მაგრამ ძალიან  ლამაზია აქაურობა, მესხიშვილის თეატრიც გაუნათებიათ... უკვე ძალიან გვიანია, ამიტომ ქალაქი თითქმის ცარიელია, აქაიქ რამდენიმე ავტომობილი მოძრაობს. სასტუმროს მიგნება გაგვიჭირდა, მაგრამ გვითხრეს, ძალიან კარგი სასტუმროაო. ამის მიუხედავად, ცოტა გამიკვირდა, რომ რატომღაც კარებზე ბევრი ბრახუნი და ქარში გაყინვა მომიწია, რადგან სასტუმროში ყველაფერი ჩაბნელებული იყო და მხოლოდ იმიტომ, რომპრეტენზიულიჟურნალისტები ვეწვიეთ, სასტუმროს  დაცვის თანამშრომელმა გაღიმებულმა გაგვიღო კარი.

 

რა ხდება, სტუმრები მხოლოდ ჩვენ ვართ?“, – ვიკითხე მე, რადგან გამიკვირდა, რომ ასეთ დროს სასტუმროში ბნელოდა.

 

რას ამბობთ, სასტუმრო მთლიანად სავსეა, ქალაქში დიდი ამბებია, ბევრი სტუმარი გვყავს“, – მიპასუხა დაცვის ბიჭმა.

 

მეორე დღე და მეორე შთაბეჭდილება დილით ადრე უნდა გაგვეღვიძა. ასეც მოვიქეცით, დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რამდენიმე საათში ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. სასტუმროში მეგობარმა მოგვაკითხა. „პარლამენტიდან ძალიან შორს ხართო“, – გვითხრა და გადაწყვიტა, თავად წავეყვანეთ.  

 

 „რა ცუდი გზაა“,  – აღვნიშნე ჩემთვის.

 

–  აკეთებდნენ და აცადეთ?“ – მივიღე პასუხად და ისევ თვითონ გააგრძელა: „დაიცადე, პარლამენტს მივუახლოვდებით და ნახავ როგორი მაგარი გზა დაგვხვდება“... და მეც შევამჩნიე, რომ აქ აშკარად ახალი გზა დაუგიათ.

 

ქალაქში უკვე ბევრი ავტომობილი მოძრაობს, მათ შორის ბევრიჯიპია“.  „დაეტყო ქალაქს, რომ ბევრი სტუმარი გვყავს“, – მითხრა ჩემმა მეგობარმა და თან მარცხენა მხარეს ჩამწკრივებული შემინული შენობებისკენ მიმითითა: „ეს იუსტიციის სახლია, ეს კონტროლის პალატა, ეს მთავრობის სახლი, ეს კიდევ პარლამენტი“. შენობა შორიდან აქამდეც მენახა, მაგრამ მის ინტერიერზე ჩემი წარმოდგენა მხოლოდ  ფოტოებით შემოიფარგლებოდა. ყველა შენობა თითქმის ერთ ფერშია გადაწყვეტილი, უამრავი ხალხი მოძრაობს და ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ‘“სიცოცხლე ეტყობა ქალაქს“ – შევნიშნე ჩემთვის.

 

მესამე შთაბეჭდილება პარლამენტის საშვთა ბიუროში შევედით. ჩემსა და ჩემს ფოტოგრაფზე საშვები უკვე დაშვებული იყო. შემოწმება გავიარეთ. ყველაფერმა ცივილურად ჩაიარამომღიმარი სახით და მომსახურეობის საკმაოდ მაღალი დონით ცოტა გაკვირვებული დავრჩო. „გვისწავლია რაღაც, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა“, – გავიფიქრე ისევ.

 

და აი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც. მიყვარს, როცა პარლამენტს ასე მოვიხსენიებ, რაღაც ამაღლებულზე მიანიშნებს. უმაღლესია, თან საკანონმდებლო, კარგად ჟღერს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს მხოლოდ ფრაზაა. როგორც ერთი დეპუტატი იტყოდა: უბრალოდსიტყვათა შეთანხმება“. შენობა უდავოდ კარგია, შეიძლება დერეფნებში მიიკარგმოიკარგო, მაგრამ ცოტაც და ალღოს აუღებ, არაფერი განსაკუთრებული, ყველაფერი ერთ სიმრგვალეში ტრიალებს.

 

აქ ცოტა ხანსუმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზეშევჩერდები. დილიდან აქ ვარ, უკვე თითქმის 10 საათია, .. კანონმდებლებს ვუსმენ და ვასკვნი, რომ ეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კი არა, ერთი ჩვეულებრივი სასამართლოა, ბრალდებებით, ცინიზმით და არამომავალზე ფიქრით გაჯერებული. მგონი, ამ სიტყვათა შეთანხმების გამოყენება არ ღირს. იმედგაცრულებული ვარ, რაღაც უმაღლესს ველოდი, მაგრამარა. სამწუხაროა, თუმცა რას ვიზამთ. შეეჩვია საქართველო მძინარე დეპუტატებს, ლანძღვაგინებას ტრიბუნებიდან, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და როგორც ჟურნალისტები ვიტყოდითვაზელინგადასხმულ დეპუტატებს“. იმედგაცრუებული ვარ.

 

მგონი, თემას ავცდი და ისევ მივუბრუნდებიიბრძვის მთავრობა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან კვლავ დედაქალაქში დაბრუნდეს. მე ვინ მკითხავს, მაგრამ თუ მკითხავენ: „არა, არა და არა“. ეს არ უნდა მოხდეს. მერე რა, რომ წვალობენ და ქალაქიდან ქალაქში უწევთ სიარული, რამდენიმე წელიწადში მათ სხვები ჩაანაცვლებენ და აღარ დაიღლებიან. ღირს კი, რომ სიცოცხლე, რომელიც დღეს ამ ქალაქში ვნახე, მხოლოდ იმიტომ მოკვდეს, რომ დეპუტატები იღლებიან? საქმე ფუჭდებაა? – პირიქით, არავინ უშლით ხელს, საქმე აკეთონ.

პარლამენტის ფოიეში მყოფს ჩემი ბავშვობა გამახსენდა. რა შუაშია ბავშვობა? თავშია... ბავშვობა ამ ქალაქში გავატარე. ბნელი და დანგრეული ქუთაისი მახსოვს. მახსოვს, საღამოს 5 საათის შემდეგ ქუჩაში თავს ვერ გაყოფდი: „წაგაცლიანო“  – მაფრთხილებდნენ. არც ისე გვიან, დაახლოებით 7–8 საათისთვის, როგორც კი მობინდდებოდა, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ქუჩაში ქალის კივილი ისმოდა, „მიშველეთ ჩანთა წამართვესო“, ვინ უშველიდა, ვინ გაბედავდა გამოსარჩლებოდა, დანა არ აცდებოდა არც დაზარალებულს და არც მის დამხმარეს.

დღეს კი, ამდენი წლის შემდეგ მე ვნახე ქალაქი, რომელიც უბრალოდ ანათებს. ყბადაღებული დანაშაულის სიმცირეზრდადობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია ის, რაც ჩემი თვალით ვნახესიბნელიდან სინათლეში გადასული ქალაქი.

 

და რა იქნება ხვალ?! – სამომავლო პერსპექტივაში, პარლამენტი აქ აღარ იქნება, მთავრობის სახლში დასაქმებულები უკვე სახლში გაუშვეს. არც მაღალი დონის სტუმრებით იქნებიან განებივრებული ქუთათურები. ისევ ისე, 6 საათზე დაიკეტება მაღაზიები და შუაღამისას სასტუმროს კარებსაც აღარ შეაღებენპრეტენზიულიჟურნალისტები. ალბათ, „გაცოცხლებული ქალაქი კვლავ მდუმარე გახდება“. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია და გვიღირს კი, რომ  ეს ყველაფერი შეიცვალოს, თან მხოლოდ იმიტომ, რომ  იმ ადამიანმა გააკეთა, ვინც უბრალოდ არ მოგვწონს?!  

 

 

ინგა მურუსიძე,

ქუთაისი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია