საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დამოკიდებულება
შემზარავი ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ იღუპებიან ბავშვები საქართველოს ჩვილ და უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლებში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/20 12:24:32

ბავშვები, რომელთა სიცოცხლე საქართველოში ტკივილსა და დისკომფორტში გადის

 

 

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, პერსონალი აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვილი ბავშვები მოკლებული არიან სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმების მოსაზრებით, ბავშვებს არ ექნებათ კარგი ცხოვრება. შედეგად, თანამშრომლები ამბობენ, რომ ზოგჯერ ისინი მხოლოდ ელოდებიან ბავშვების სიკვდილს თავიანთ აკვნებში, - ეს არის ამონარიდი კვლევიდან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არსებულ შშმ ბავშვთა მდგომარეობას აღწერს. კვლევას უყურადღებოდ მიტოვებული ჰქვია და მისი ავტორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციაა (DRI).


კვლევის მიხედვით, 2010 წლის ივლისიდან 2013 წლის სექტემბრამდე DRI-მ საქართველოს რეზიდენტულ დაწესებულებებში მოთავსებულ შშმ ბავშვთა და მოზრდილთა უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი აღრიცხა. DRI-მ შეისწავლა და შეაფასა საქართველოს სახელმწიფო ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მათ შორის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი. ამ დაწესებულებაში, 2009-2010 წლების 18-თვიან პერიოდში, ადგილობრივმა ორგანიზაციამ საქართველოს ბავშვები, შშმ ბავშვეთა 30%-იანი სიკვდილიანობა აღრიცხა.


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პერსონალმა DRI-ს მოახსენა, რომ 2013 წელს ბავშვთა უმრავლესობა იღებს  შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და სიკვდილიანობა მკვეთრად დაეცა, მაგრამ 2013 წლის სექტემბრის ვიზიტის დროს ჩვილ ბავშვთა სახლში DRI-მ აღმოაჩინა არაერთი ბავშვი, რომელსაც კვლავ არ უტარდება სამედიცინო მომსახურება.


ორგანიზაცია საქართველოს ბავშვების ინფორმაციით, ჩვილ ბავშვთა სახლში ბავშვები, რომლებსაც აქვთ ჰიდროცეფალია (hydrocephalus) და ზურგის ტვინის თიაქარი (s pina difida), უფრო ხშირად რჩებიან სამედიცინო დახმარების გარეშე. DRI-ის ვიზიტებს შორის ერთი 4-თვიანი პერიოდის განმავლობაში, 2012 წელს, ჩვილ ბავშვთა სახლში ჰიდროცეფალიით დაავადებულ ბავშვთა 50% გარდაიცვალა (5-იდან 10 ბავშვამდე).


DRI კვლევამ გამოავლინა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სიცოცხლის დასაწყისში არ უტარდებათ მკურნალობა, სიცოცხლის ბოლოს არ უტარდებათ ტკივილგამაყუჩებელი პროცედურები.


DRI-ის პედიატრიის ექსპერტის მიერ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში შემოწმებული არცერთი ბავშვი, რომელიც განიცდიდა საშუალო, ან მწვავე ტკივილს, არ იღებდა ტკივილის საწინააღმდეგო მკურნალობას.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) შეფასებით, ამ ბავშვების სიცოცხლის დიდი ნაწილის ტკივილსა და დისკომფორტში გადის.


ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, ბავშვებისათვის ტკივილის საწინააღმდეგო წამლებზე უარის თქმა მწვავე ქრონიკული ტკივილის დროს, გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით, შეიძლება აღვიქვათ როგორც წამება.


კვლევის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში DRI-ის მკვლევარებმა ნახეს ჰიდროცეფალიით დაავადებული 2 წლის ბავშვი, რომელიც იწვა საწოლში. თავი კალათბურთის ბურთის ხელა ქონდა, რაც იწვევდა მის სრულ უმოძრაობას. ბავშვს არ უტარდებოდა არავითარი ტკივილ გამაყუჩებელი მკურნალობა. პერსონალმა აღნიშნა, რომ ამ ბავშვის ტკივილის გამაყუჩებელი ერთადერთი მეთოდი საძილე საშუალებები იყო.


DRI-ის ანგარიშში არაერთი მსგავსი ფაქტია მოყვანილი. მაგალითად, სენაკის ბავშვთა სახლში, რომელიც უფრო მოზრდილი შშმ ბავშვებისათვის არის განკუთვნილი, DRI-მ აღწერა რამდენიმე დაუძლურებული ბავშვი, რომლებიც, პერსონალის თქმით, საწოლს იყვნენ მიჯაჭვული და მთელ დღეს საწოლში ატარებდნენ.


DRI-მ ერთხელ, შუადღისას. დაწესებულების ბნელ, უკანა ოთახში,  7 წლის გამოფიტული გოგონა, სახელად მარიამი მარტო და მტირალი აღმოაჩინა. გოგონა ნაწოლებით იყო დაფარული და ატროფირებული ჰქონდა კიდურები. ის DRI-ის ვიზიტიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.


ის შშმ მოზარდები, რომლებიც სრულწლოვანები ხდებიან, უვადოდ გადაჰყავთ უფრო დი დაწესებულებებში, რომელთა ნაწილი აშშ-ს მთავრობის დაფინანსებითაა აშენებული.


DRI-ის შეფასებით, საქართველოს კანონი ქმედუნარიანობის შესახებ, შეუთავსებელია გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან და ხელს უწყობს უფლებების უგულებელყოფას. დაწესებულებების მოზრდილ ბინადრებს, ჩვეულებრივ, ჩამორთმეული აქვთ ქმედუნარიანობის შესაძლებლობა და მოთავსებული არიან სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ. ეს არის მდგომარეობა, რომელიც პირს არ აძლევს თავის ფინანსური, სამართლებრივი და პირადი ცხოვრების კონტროლის უფლებას.


ის მოზრდილებიც კი, ვინც ინარჩუნებს თავის იურიდიულ ინდივიდუალობას, ხშირად იმ დაწესებულებებზე არიან დამოკიდებული, სადაც ცხოვრობენ, რომ გამოიყენონ თავისი უფლებები. DRI-მ დაწესებულებაში მცხოვრები სამი წყვილი აღრიცხა, რომლებიც ყოველგვარი იურიდიული გადახედვის გარეშე ძალით დააშორეს ახალშობილ ბავშვებს.


რეაბილიტაციის პროგრამები შშმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის თითქმის არ არსებობს. ერთი დაწესებულების მცხოვრებლებმა დაუდასტურეს DRI-ის მკვლევარებს, რომ ერთადერთი აქტივობა, რაც მთელი დღის განმავლობაში მათ შეიძლება შეასრულონ, არის ქსოვა და მუსიკის მოსმენა.


მოზრდილთა ორი ინსტიტუციის დირექტორის თქმით, მათი ბინადრები ხშირად იძულებული არიან უფასო სამუშაო შეასრულონ, რაც სამუშაო თერაპიად მიიჩნევა.

 

 წყარო: tabula.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია