დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ბულბული მარკეტი" - თბილისში ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალი გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/11/07 13:51:45

 

ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით თბილისში ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალი "ბულბული მარკეტი" გაიმართა.

ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის სახელწოდება ქართულ ტრადიციულ გამოთქმას უკავშირდება, "ისეთი კარგი თამადა იყო, ბულბული დასვა ჭიქაზეო"... 


ფესტივალი "ლისი ლოუნჯში" ჩატარდა და სტუმრებიც მრავლად ჰყავდა.

 ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალის - „ბულბული მარკეტი“ - გახსნის ცერემონიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მიიღო მონაწილეობა


ნოდარ კერესელიძემ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფესტივალის ორგანიზატორს -ღვინის ტურიზმის ასოციაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალების ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე აგროტურიზმის განვითარებას.


,,ღვინის ტურიზმის და აგროტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მსგავსი სახის ღონისძიებები კარგი საშუალებაა საოჯახო, მცირე მარნებისა თუ მეურნეობების პოპულარიზაციისთვის, რაც აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

 
ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია. 
ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალში „ბულბული მარკეტი“ 50 -მდე საოჯახო მარანი და კვების ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია