დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წინასაახალწლოდ „ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/12/25 18:33:03

2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული  “ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015”- ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი უკვე მეორე წელია, ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისი მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით იმართება.

ეს კონკურსი უნიკალურია იმით, რომ გამარჯვებულთა გამოსავლენად  ორი ჟიური მუშაობს: ერთის მხრივ, პროფესიონალი ენოლოგები, დეგუსტატორები, სომელიეები (ჟიურის თავმჯდომარე ტრადიცილუად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი არის) და მეორეს მხრივ - საზოგადოების წარმომადგენლები. გასულ წელს კონკურსს ჰყავდა მედიაჟიური, ხოლო წელს სახალხო ჟიურის წევრები იყვნენ  ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები: ლანა ღოღობერიძე, ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია, ლევან ლაღიძე, მაკა მახარაძე, ეკა ჩხეიძე, ეკა მამალაძე, ნოდარ მამისაშვილი, ლევან კოღუაშვილი, რევაზ კიკნაძე, დინი ვირსალაძე და დავით ტურაშვილი, რომელთა უმრავლესობამ გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს.

 გამარჯვებული ღვინოები 15 ნომინაციაში გამოვლინდნენ. 

გამარჯვებული ღვინოების კომპანიატა შორის არიან : "თელავის ღვინის მარანი", "თელიანი ველი", "ასკანელი ძმები", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "კორპორაცია ქინძმარაული", "ვინივერია", "კახური ღვინის მარანი", "ბადაგონი" და სხვები. გამარჯვებულთა უფრო კონკრეტულ მონაცემებს უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

წელს კონკურსის ნომინაციებში სიახლე იყო "ჭაჭის" ნომინაცია, რაც იმის დასტური გახლავთ, რომ სომელიეთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ქართული ჭაჭაც მნიშვნელოვან პოპულარიზაციას საჭიროებს. პროფესიულმა ჟიურიმ საუკეთესო ჭაჭის ტიტული კომპანია "ზეარის"-ის და თელავის ღვინის მარნის ჭაჭას მიაკუთვნა, ხოლო საახალხო ან არტჟიურიმ "ქინძმარაულის მარნის"  ჭაჭა გამოარჩია

კონკურსის ყველა გამარჯვებული სპეციალურად შექმნილი პრიზითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია