დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინის მოვლენები
"თუ სამოქალაქო ომი დაიწყება, უკრაინა ვერ შეინარჩუნებს ვერც ეროვნულ და ვერც ტერიტორიულ მთლიანობას"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/23 20:09:22

უკრაინაში ევროინტეგრაციის მომხრეები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.  გასული წლის 21 ნოემბრიდან ევრომაიდანზე დაწყებულ აქციას მოქალაქეთა უმრავლესობა უერთდება. მოთხოვნა კვლავ ერთია- იანუკოვიჩის რეჟიმის გადადგომა. 


ოლეგ მუსიჯის,ოპოზიციური ძალების ერთერთი ლიდერის განცხადებით, შუაღამის შეტაკებების შემდეგ 5 ადამიანი გარდაიცვალა.უკრაინის საინფორმაციო სააგენტო "Ukrainska Pravda" კი აცხადებს,რომ 300-მდე უკრაინელი პროტესტანტი დაჭრილია და ადგლობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.


გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, კიევის მახლობლად ტყეში  ადამიანის წამების ფაქტები შენიშნეს. პრემიერ მინისტრი ნიკოლაი აზაროვი აქვეყნებს ოფიციალურ წერილს, რომელშიც ნათქვამია: „როგორც უკრაინის პრემიერ მინისტრი, ოფიციალურად ვაცხადებ,რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ,პრეტენზიები კი უსაფრთხოების ძალებთან დაავშირებით უსაფუძვლოა,რადგან ისინი არ იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს“-ამ განცხადებით მთავრობა პასუხისმგებლობის გადაბარებას ცდილობს,რაც ნამდვილად შეუძლებელია-ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმერ ზასტავა.

 


უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრიიულა ტიმოშენკო ღია წერილში უშიშროების ძალებს აჯანყებისკენ და მომიტინგეებთან გაერთიანებისკენ მოუწოდებს.


22 იანვარს განვითარებულმა მოვლენებმა უცხოეთის შეშფოთება გამოიწვია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ლეონიდ კოშარას შეხვდა და განუცხადა,რომ გმობს ძალადობრივი გზით აქციის შეზღუდვას.შტაინმაირერმა კიდევ ერთხელ შეახსენა კოშარას მთავრობის უფლება-მოვალეობები.


ამ განცხადებას მოჰყვა ევროკომისრის,ჟოზე მანუელ ბაროზოს წერილი,სადაც იგი შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებზე.“ჩვენ შოკირებულნი ვართ უკრაინის გამო,ჩვენ უძულებულები ვართგადავხედოთ ევროკავშირ-უკრაინის ურთიერთობები“აცხადებს ბაროზო.


უკრაინის ელჩს ვარშავაში განუცხადეს: „იმედი გვაქვს უკრაინა მიიღებს დასავლურ კურსს.სანამ გვიან არ არის!!“

"აი, ეს არის მუქარა, ეს არის შანტაჟი", – განაცხადა პუტინმა შტაინმაიერისა და ბაროზოს წერილებზე.პუტინი უკრაინაზე ზეწოლად არა რუსეთის ქმედებებს, არამედ ევროკავშირის განცხადებებს უწოდებს.

 


უკრაინელი პოლიტოლოგების ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს დასავლეთის მხრიდან გამოთქმულ განცხადებებზე.მათი შეფასებით გუშინ ღამით განვითარებული მოვლენების გამო სრულიად შესაძლებელია ევროკავშირმა უკრაინასთან ასოცირების საკითხს გადაიხედოს .“ასეთ შემთხვევაში სრულიად ნათელია რა კურსს აიღებს უკრაინის ახლანდელი მთავრობა“-აცხადებს ვლადიმირ ზასტავა.


პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე „კიევურ კრიზისს“ 60-იანი წლების „კარიბის კრიზისს“ამსგავსებს.“თუ სამოქალაქო ომი  დაიწყება, უკრაინა ვერ შეინარჩუნებს ვერც ეროვნულ და ვერც ტერიტორიულ მთლიანობას, ეს კი უმძიმესად აისახება საქართველოზეც“-აცხადებს კირვალიძე.

 

 

გვანცა აბულაძე

სპეციალურად psnews.ge–სთვის

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5352
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია