დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლოს რაიონის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაცემა ჯერ არ დასრულებულა
2013/04/09 12:39:13

სასოფლო-სამეურნეო ბარათების მომლოდინე თერჯოლელები რაიონის გამგეობაში ყოველდღე უშედეგოდ დადიან და დაპირებული ბარათების დარიგებას მოითხოვენ. ბარათების გაცემა გასულ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა თერჯოლის სოფლებში მცხოვრები 2084 კომლიდან ბარათების გარეშე დარჩენილია  650 კომლი. ამის მიზეზად ქალაქ თერჯოლის ტერიტორიული ორგანოს  რწმუნებული ვახტანგ სიმონიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გადაგზავნილ სიებში არსებულ შეცდომებს ასახელებს.

ვახტანგ სიმონიშვილი, თერჯოლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: „ბარათები სხვადასხვა კატეგორიის იყო, ვისაც 2500 კვ.მ-ზე ნაკლები მიწის ფართობი ჰქონდა, არ ღებულობდნენ კომბინირებულ ბარათს, ღებულობენ ნომინალურ ბარათს, ამიტომ ვერ გავთვლით, რომელი სახის, რა რაოდენობის ბარათია ამ დრომდე დასარიგებელი. 1069 ოჯახმა მიიღო კომბინირებული და 1297-მა მიიღო ნომინალური ბარათი, დარჩენილია 650 ოჯახი. ამის მიზეზია პირადობაში, მიწის ფართში, სახელსა და გვარში არსებული შეცდომები. შეიძლება ჩვენც შეგვეშალა შევსების დროს, მაგრამ ორი თვის მანძილზე ყველა სოფელში იყო გამოკრული სიები და ვთხოვდით ადგილობრივებს, რომ სიებში თავიანთი მონაცემები გადაემოწმებინათ. მოხდა ჩასწორებები, დაიხვეწა ეს სიები. გადავაგზავნეთ სოფლის მეურნეობის სააგენტოში და ველოდებით დარჩენილ ბარათებს, რომელსაც, სავარაუდოდ, ამ კვირაში მივიღებთ. მოსახლეობას მიწების დახვნა და დაფარცხვა არაფერიც არ აგვიანდება, ახლა დაიწყო დამუშავების პროცესი. ჩვენ კი, ვალდებული ვართ, ერთი ოჯახიც რომ დარჩეს სოფელში, მივიდეთ ტრაქტორით და მიწა დავუმუშავოთ.

წესით,  მონაცემებით ადვილია იმის დადგენა, თუ რომელი სახის რა რაოდენობის ბარათი დარჩა დაურიგებელი. თუმცა, ამის დადგენა არსებული მონაცემებით მართლაც გაუჭირდებათ, ვინაიდან, როგორც თერჯოლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა “p.s.”-თან საუბარში განაცხადა, არსებული 2084 ოჯახიდან კომბინირებული ბარათი 1069 ოჯახმა მიიღო, 1297-მა კი ნომინალური. 1069+1297=2366 ამ მონაცემებით გამოდის, რომ თერჯოლაში გეგმა გადაჭარბებითაც კია შესრულებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1389
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია