დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საკრებული, ნაგავი და...
2010/03/04 17:37:53

დღეს ქუთაისში საკრებულოს 39-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ 2010 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი წარადგინა. პროექტში გათვალიწინებულია ქალაქის კეთილმოწყობისათვის 98 ათასი ლარის გამოყოფა, იგეგმება ახალი სპორტული მოედნების აშენება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გიორგი ბრწყინვალის ქუჩას, ხოლო სილოვან მახვილაძის ქუჩაზე მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა ნიკეას დასახლებაში დაბინძურებულ ნაგავსაყრელზეც ისაუბრა, რომელიც მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია აწუხება. გიორგი თევდორაძის თქმით, ქალაქის ხელისუფლება 15 მარტისათვის ნაგავსაყრელზე სპეციალურ ტექნიკას შეიყვანს, რომლის დახმარებით ამ პრობლემის დროებით მოგვარება მოხდება, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე კი იტალიური ფირმა იზრუნებს. ქალაქის მერი აცხადებს, რომ ნაგავსაყრელი მომავალში ქალაქის საზღვრებს დატოვებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია