დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
IDFI სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების ხელმძღვანელთა 2013 წლის შემოსავლებს აქვეყნებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/29 08:12:59

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI სახელმწიფო შპს-ებისა და ააიპ-იების (არასამეწარემო არაკომერციული იურიდიული პირი) ხელმძღვანელთა გასაჯაროებულ შემოსავლებს აქვეყნებს. 


IDFI ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციებიდან იმ სააქციო საზოგადოებების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელების შემოსავლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთა აქციების ან წილის 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობს. 

 

 


IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წელს სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ 323 250 ლარი შემოსავალი მიიღო.
218 329 ლარი მიიღო საქართველოს სს "სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.
"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 194 925 ლარი, ხოლო შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 46 409 ლარი მიიღო.

 


სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" გენერალური დირექტორი - ვახტანგ ამბოკაძე 118 606 ლარი
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა აღნშნულ თანამდებობაზე 25 000 ლარი, სს "საპარტნიორო ფონდის" ენერგეტიკის საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის

 


მრჩეველის თანამდებობაზე 115 500 ლარი, ხოლო შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობაზე 44 400 ლარი მიიღო
სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა 84 625 ლარი მიიღო.

 


რაც შეეხება შპს-ების ხელმძღვანელებს, რომელთა აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო, მათი შემოსავლები 2013 წელს ასე გამოიყურება: 

 


შპს "ბათუმის აეროპორტის" დირექტორი მეთე ერქალი 379 915 ლარი;
შპს "ბათუმის აეროპორტის " დირექტორი ჰასანტარიქოს მანაღაოღლუ -234 880 ლარი;
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" ხელმძღვანელი ირაკლი ცივაძე 155 036 ლარი;
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი – 142 499 ლარი;
შპს "ბათუმის აეროპორტის" მენეჯერი მერთ ქანდიელი 120 572 ლარი;

 


შპს "ენერგოტრანსის" ხელმძღვანელი კახა სეხნიაშვილი 112 000 ლარი;
შპს "საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 35 966, ხოლო საქართველოს ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 66 573 ლარი მიიღო;
შპს "ბათუმის აეროპორტის" დირექტორი თამაზ ანდღულაძე 98 421 ლარი;
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე 96 000 ლარი;
შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი 89 733 ლარი;

 


შპს- "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე 83 200 ლარი;
შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია 80 600 ლარი. 

 


IDFI აღნიშნავს, რომ თანამდებობრივი რეესტრის შესაბამისად ახლად დამატებული პირების მონაცემები 2014 წლის მარტის მდგომარეობით ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
"აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ასეთი მონაცემები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. თანამდებობის პირების ჩამონათვალის გაფართოება წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პირველ რიგში კორუფციასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის კონტექსტში.

 

 

საზოგადოებას ეძლევა საშუალება გადაამოწმოს სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი მენეჯმენტის ქონებრივი მდგომარეობა, შეაფასოს მათი ანაზღაურებისა და შემოსავლების პროპორციულობა საწარმოთა მასშტაბებსა და წარმატებულ საქმიანობასთან, ისევე როგორც დააკვირდეს ამ პირთა კარიერულ წინსვლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სამეწარმეო ასპარეზზე", –ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია