დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არის თუ არა გრიპის ვირუსი კოვიდზე უფრო საშიში და არსებობენ თუ არა უსიმპტომო პაციენტები?
2020/10/08 15:47:00

 

შეცვალა თუ არა WHO- კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები?

 


1 ოქტომბერს ფეისბუკ ჯგუფშიკორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ ”, რომელშიც 22 ათასზე მეტი წევრია, ფეისბუკ მომხარებელმა Nina Marji- კოვიდ-19-ის პანდემიისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესახებ პოსტი  გამოაქვეყნა. ის ტექსტის ბოლოს  ფეისბუკ მომხმარებლის Gadea Gadea Guruli-ის 10 ივნისის იდენტური შინაარსის პოსტის ბმულს უთითებს. პოსტის თანახმად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით მიდგომები რადიკალურად შეცვალა, რაც სავლდებულო ვაქციანაციასა და უსიმპტომო ინფიცირებულთა მიერ ვირუსის გავრცელებასაც ეხება. ინფორმაციის წყაროდ ამერიკული ტელევიზია CNBC არის დასახელებული და აღნიშნულია, რომ დოქტორ მარია კერხოვის (Dr. Maria Maria Kerkhove) განცხადებით, დაუჯერებელია უსიმპტომო კოვიდ-19-ის მატარებელმა სხვა დააინფიციროს. პოსტის ავტორი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასკვნის, რომ სხვადასხვა რეგულაციები დაწესებული სწორედ უსიმტპომო კოვიდ-19-ით ინფიცირებულების მიერ ვირუსის გადაცემის შესაჩერებლად იყო, რასაც აზრი ეკარგება. მისი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია .. ლოკდაუნის შეწყვეტას მოითხოვს და  სავალდებულო ვაქცინაციას მიუღებლად მიიჩნევს. პოსტში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძველი მიდგომები ნაკარნახევი აშშ- დემოკრატიული პარტიის მიერ იყო. ამის შემდეგ ავტორი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიტეტს  ეჭვქვეშ აყენებს და ახცადებს, რომ ორგანიზაცია მანამდე ცრუობდა ან ახლა ცრუობს და მისი ნდობა შეუძლბელია. პოსტის ბოლოს ავტორი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ადამიანების გარდაცვალებასა და სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის განადგურებაში ადანაშაულებს და მოსახლეობას მისი დასჯის მოთხოვნისა და რეგულაციების უგულებელყოფისაკენ მოუწოდებს.
შეცვალა თუ არა WHO- კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები?

 

კონსპირაციას როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ტროლი ავრცელებს

 

2020 წლის 1 ოქტომბერს ტროლმა და ჯგუფკორონა მაფიასადმინისტრატორმა ლაშა მოდებაძემ (სავარაუდოდ ყალბი პროფილი) ამავე ჯგუფში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გავრცელება დიდი ხნის წინ დაწერილი სცენარით მოხდა და ამაში წვლილი ლუგარის ლაბორატორიასაც მიუძღვის. ამის დასამტკიცებლად ყალბი ანგარიში ახსენებს როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტს, რომელიც მსოფლიოში ტექნოლოგიების და საერთაშორისო განვითარების პერსპექტივებს  შეეხება. ლაშა მოდებაძის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ პანდემია დიდი ხნის წინ დაიგეგმა.  მოდებაძის ფეისბუკ პროფილი ხელოვნურად აკავშირებს ერთმანეთთან ლუგარის ლაბორატორიას და გაეროს მოსახლეობის ფონდს, რომელიც  ავტორის მტკიცებით, 1970-იანი წლებიდან რამდენიმე პარტნიორთან ერთად, მათ შორის როკფელერების ფონდთანაც, აფინანსებდა მეცნიერებს, ვინც შობადობის კონტროლის ახალ მექანიზმებზე მუშაობდა.
ყალბი ანგარიშის პოსტი კორონავირუსის პანდემიის წინასწარ დაგეგმილი სცენარის შესახებ კონსპირაციის თეორიას ავითარებს. როკფელერების ფონდისა და გლობალური ბიზნეს ქსელის 2010 წლის დოკუმენტი მომავლის ჰიპოთეტურ სცენარებთან მიმართებით, ტექნოლოგიების განვითარებას შეეხება. განხილული მომავლის სცენარებიდან ერთ-ერთი მსოფლიოში 2012 წელს გრიპის ეპიდემიური გავრცელებაა, თუმცა როგორც დოკუმენტის შესავალშია ხაზგასმული, მასში წარმოდგენილი სცენარები მხოლოდ ვარაუდებია და არა წინასწარმეტყველება.
კონსპირაციას როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ტროლი ავრცელებს

 

არის თუ არა გრიპის ვირუსი კოვიდზე უფრო საშიში და არსებობენ თუ არა უსიმპტომო პაციენტები?

 

28 სექტემბერს ფეისბუქ პროფილმაგოჩა ქართველიგამოაქვეყნა კორონავირუსთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტი, რომელშიც ის ექიმ რამაზ გაგნიძეს ციტირებს. პოსტი ამტკიცებს, თითქოს კოვიდ-19 ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, სტატისტიკური მონაცემები გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით არ არის სარწმუნო და რომ უსიმპტომო პაციენტები არ არსებობენ.
გოჩა ქართველის პოსტში აღნიშნული ინფორმაცია კორონავირუსის ლეტალურობასთან და უსიმპტომო პაციენტებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მტკიცებები კონსპირაციულია. “მითების დეტექტორიაღნიშნულ საკითხებზე კომენტარისთვის ექიმ არჩილ მარშანიას დაუკავშირდა.
არის თუ არა გრიპის ვირუსი კოვიდზე უფრო საშიში და არსებობენ თუ არა უსიმპტომო პაციენტები?

 

დეზინფორმაცია, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს და მისი გამოყენება სტერილურ გარემოშია შესაძლებელი

 

2020 წლის 3 ოქტომბერს Tvalsazrisi.ge- გამოაქვეყნა ინტერვიუ თერაპევტ და ასტროფსიქოლოგ ნონა აღდგომელაშვილთან, სათაურით: ,,უნდა იცოდეთ, პირბადეს გააჩნია კატეგორიული უკუჩვენებები! – ექიმ ნონა აღდგომელაშვილის განგაში”. მასალაში რესპონდენტი საუბრობს პირბადის გამოყენების უარყოფით მხარეებზე და აღნიშნავს, რომ პირბადეს ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია შეუძლია. მისივე თქმით, ნიღბები ეფექტიანობას მხოლოდ სტერილურ გარემოში ინარჩუნებს და არა მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში

მტკიცება, რომ პირბადეს შეუძლია ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია ან მისი გამოყენება ეფექტიანი მხოლოდ სტერილურ გარემოშია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით გამოყენებული პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა და მას გავრცელების პრევენციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
დეზინფორმაცია, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს და მისი გამოყენება სტერილურ გარემოშია შესაძლებელი

 

დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება ბორჯომიდან ხდება

 

3 ოქტომბერს ერთ-ერთმა სომხურენოვანმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბარია, თითქოს ბორჯომის რკინიგზის სადგურიდან ხდება აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება. ვიდეოში ჩანს მანქანიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ასახულია შენობები, რკინიგზა, სატვირთო მანქანები და რამდენიმე ტანკი.
გავრცელებული ვიდეო არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკის გადატანა მიმდინარეობს. ასევე რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ სად და როდის არის გადაღებული ვიდეო. გავრცელებულ ცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში სომხეთის საელჩოც უარყოფენ.
დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება ბორჯომიდან ხდება

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია