საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერს კიდევ ერთი ვიცე-მერი ეყოლება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/05/30 20:58:37

 

ქუთაისის მერიის საკრებულოს 33-2ე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მერიის საშტატო ნუსხაში დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. კერძოდ, ქუთაისის მერიას კიდევ ერთი, ვიცე-მერის შტატი დაემატა. ასევეე, 5 თანამშრომელი დაწინაურდა.


 „არავითარ საშტატო ცვლილებებზე საუბარი არ არის. მხოლოდ კანონთან  შესაბამისობაში მოხდა მათი რანგირების განსაზღვრა. ყველა მათგანი თავინთი წარმატებული მუშაობის შედეგად დაწინაურდა. რაც შეხევბა ვიცე-მერის შტატს, ქუთაისის მერიას ამამად ჰყავს 12 თანამდებობის პირი. მოგეხსენებათ მიმდინარე წლის 1 ივნიიდან უნდა ამოქმედდეს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“, ჩვენ უნდა მოგვეყვანა ამ კანონის მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში თანამდებობის რაოდენობაც“-განაცხადა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, ვიცე-მერის პოსტზე ჯერ არავინ არ არის შერჩეული და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლოა, არც მოხდეს ახალი  ვიცე-მერის  დანიშვნა.

ამჟამად ქალაქის მერს ორი მოადგოლე ჰყავს. 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია