დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უპატ­რო­ნო და­სახლება
2011/10/24 12:00:30

გუ­მა­თი ქუ­თა­ი­სის გა­რეუბანი­ა, სა­დაც 500-მდე ოჯახი ცხოვ­რობს. მო­სახლეობის დი­დი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც „გუ­მათჰეს­თან“ ახლო­საა და­სახლებული, გზის შე­კე­თებას, სას­მე­ლი წყლის მი­ლების გა­მოც­ვლას, გა­ზი­ფი­ცი­რებას და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის გაწ­მენ­დას მო­ითხოვს.

 

გა­სულ კვი­რას და­სახლებას ქუ­თა­ი­სის მე­რი ეწ­ვია და პრობლე­მების მოგ­ვა­რების ვა­დად 2012 წე­ლი და­ა­სახელა.  

მა­ინც, რას მო­ითხოვენ გუ­მა­თე­ლები?

მო­სახლეობამ „P.S.“-თან საუბრი­სას თა­ვი­სი პრობლე­მები ასე გა­მოხატა:

ელ­გუჯა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე: „გუ­მათ­ში უამ­რა­ვი პრობლე­მა­ა, მათ შო­რის გზა არის შე­სა­კე­თებელი. იგი წლების გან­მავ­ლობაში გა­ფუ­ჭებულია და არა­ვინ აქ­ცევს სა­თა­ნა­დო ყურად­ღებას. ამას ემა­ტება გა­ზი­ფი­ცი­რება. ბუნებრი­ვი აი­რი ჭო­მის და­სახლებამ­დე მოყვა­ნი­ლია და ჩვენ სა­მი წლის გან­მავ­ლობაში ამა­ოდ ვე­ლო­დებით. კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის ჭები მოძ­ვე­ლებული­ა, უმოკ­ლეს ხან­ში ესა­ჭი­როება გა­მოც­ვლა. ზაფხულობით ისე­თი სა­ში­ნე­ლი სუ­ნი დგას ეზო­ში, რომ აქ გა­ჩე­რება ყოვ­ლად შე­უძ­ლებელია. პლუს ამას კი­დევ ერ­თი პრობლე­მა ემა­ტება: ბოლო ხანს ცუ­დი გრა­ფი­კით და­დი­ან „მარ­შრუტ­კები“. შარ­შან ქა­ლა­ქი­დან „მარ­შრუტ­კა“ სა­ღა­მოს ცხრა სა­ათ­ზე გა­მო­დი­ო­და. ახლა კი რვა სა­ა­თის მე­რე აღარ გა­მო­დის. ანუ, გუ­მა­თე­ლი კა­ცი რვა სა­ა­თის შემ­დეგ ვერ დარ­ჩება ქა­ლაქ­ში.  ჩვენ  ერ­თობლი­ვად  მო­ვითხოვთ, „მარ­შრუტ­კები“  იყოს  ცხრა სა­ა­თამ­დე. გა­სულ კვი­რას მო­სახლეობამ განცხადებით მივ­მარ­თეთ მერს, შევხვდით ბატონ გი­ას, ვე­საუბრეთ ამ პრობლე­მებზე და გვითხრა, მო­მა­ვალ წელს და­ვიწყებთ გზის შე­კე­თებასო.

ყვე­ლა­ზე სა­მარცხვი­ნო ის არის, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ნამ მე­რი მო­ვი­და ჩვენ­თან სტუმ­რად, დამსხვრე­ულ ას­ფალ­ტზე წი­ნა დღეებში დაყარეს ხრე­ში. ეს მხოლოდ თვა­ლის ასახვე­ვად მოხრე­შეს. სი­სუ­ლე­ლეა, ხრე­ში დაყარო ას­ფალ­ტზე. არ­ცერთ ვა­რი­ან­ტში არ იქ­ნება მყარი, და­მიჯერეთ, უა­რეს შე­დეგს მი­ვი­ღებთ. რო­დე­საც გაწ­ვიმ­დება, ხრეშს წყალი წა­ი­ღებს და უზარ­მა­ზარ ორ­მოებს გა­ა­კე­თებს.

ასეთ პი­რობებში „მარ­შრუტ­კას“ უჭირს გა­და­ად­გი­ლება და მოს­წავ­ლეები მას­წავ­ლებლებთან ერ­თად სკო­ლა­ში ფეხით და­დი­ან. იცით, ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და, რომ აქ მო­ვი­და თევ­დო­რა­ძე. მის­გან უამ­რა­ვი და­პი­რება მი­ვი­ღეთ. ზუს­ტად ასე თქვა: ახლა ქა­ლა­ქის ბიუჯეტ­ში საყოფი ფუ­ლა­დი რე­სურ­სი არ გვაქვს და მო­მა­ვალ წელს ყვე­ლა­ფერს გა­გი­კე­თებთო. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მა­გე­ნი რი­სი გამ­კე­თებელი არი­ან! არ მაქვს იმე­დი, გუ­მათ­ში მო­აგ­ვა­რონ პრობლე­მები. იცით, რა­შია საქ­მე - გა­ი­სის­თვის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებია და­ნიშ­ნუ­ლი და, უეჭ­ვე­ლი, ამ მოვ­ლე­ნას უკავ­ში­რებენ. ესე იგი, თუ ხმას მოგ­ვცემთ - გზას გა­გი­კე­თებთო.“

ქე­თი­ნო გო­დე­რი­ძე: „გუ­მა­თე­ლებს გზის პრობლე­მა ძა­ლი­ან დი­დი ხანია გვა­წუხებს. თქვენ თა­ვად ნახეთ და დარ­წმუნ­დით, რა მდგო­მა­რეობაშია გზა. ას­ფალ­ტი ხიდამ­დე და­ა­გეს და ხიდის შემ­დეგ მი­ა­ტო­ვეს. წვი­მის დროს ჩვე­ნამ­დე „მარ­შრუტ­კები“ არ მო­დის. სას­მე­ლი წყალი ყოველ­დღე გვაქვს, მაგ­რამ დაბინ­ძუ­რებულია. მი­ლები არის დახეთ­ქი­ლი და წყალს ტა­ლახი ერე­ვა. აი, ასეთ წყალს ვსვამთ (მღვრი­ე, ტა­ლახიან წყალს ჭი­ქით მაწ­ვდის)“.

მოხუცი ქალბატო­ნი, ვი­ნაობა არ გაგ­ვიმხილა: „ჩე­მი მოთხოვ­ნა ის არის, რომ გზა ხარისხია­ნად გა­ა­კე­თონ. გა­ზი არ გვაქვს, მთავ­რობამ გვითხრა, 2012 წლამ­დე ყვე­ლა ოჯახის გა­ზი­ფი­ცი­რება მოხდებაო. აქ სა­მო­ცი წე­ლია ვცხოვ­რობ და ბუნებრი­ვი აი­რი არა­სო­დეს მქო­ნია. ამას­თა­ნა­ვე კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის ჭებია გა­მო­საც­ვლე­ლი, რად­გან კო­მუ­ნის­ტების დრო­ინ­დე­ლია. რო­გორც გა­ვი­გეთ, წელს პრო­ექ­ტში არ არის ჩას­მუ­ლი, მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, ჩვენს მოთხოვ­ნას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებენ და გა­ა­სუფ­თა­ვებენ!“

იზა ბაქ­რა­ძე: „ქა­ლა­ქი­დან გუ­მა­თი რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი­თაა მო­ცი­ლებული. ჩე­მო კარ­გო, ჩვენს და­სახლებას გა­ზი არა­სო­დეს ჰქო­ნია. საცხოვ­რებელი ბინა გა­უ­ფორ­მებელი გვაქვს, ტა­ლახიან წყალს ვსვამთ, კა­ნა­ლი­ზა­ცია გავ­სებული­ა, გზა გა­ფუ­ჭებულია. აგერ უკ­ვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ვინ იცის, რომ, ასე უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვებული ვცხოვ­რობთ.“

ქალბატო­ნი (სახელი და გვა­რი არ გაგ­ვიმხილა): „იცით, რა მა­ინ­ტე­რე­სებს? სა­მი წე­ლია ვცდი­ლობ, გა­ვი­გო, ვე­კუთ­ვნი თუ არა ქუ­თა­ისს. მინ­და გა­ვა­კე­თო ბინის პრი­ვა­ტი­ზა­ცია. ამის თაობაზე, რო­დე­საც მე­რი­ა­ში განცხადება შე­ვი­ტა­ნე, ყურად არ იღეს და პა­სუხი არ შე­მატყობინეს. მინ­და, რომ ჩე­მი ბინა სა­კუთ­რებაში მქონ­დეს. გზა სა­ერ­თოდ გა­ფუ­ჭებულია, გა­ზი არ გვაქვს. ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ ჩვენ რას გვერ­ჩი­ან, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცი.“

გო­ჩა გაბრი­ჭი­ძე: „ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ნამ­დვი­ლად ეს არის. ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლობა გვეუბნება, რომ ეს ტე­რი­ტო­რია თქვენ, გუ­მა­თე­ლებს, გე­კუთ­ვნით, მაგ­რამ გზა - წყალ­ტუბოსო. ძა­ლი­ან გა­ურ­კვევ­ლობაში ვართ. თურ­მე, იმი­ტომ და­ა­გეს ას­ფალ­ტი და­სახლების მარჯვე­ნა მხარე­ზე, რომ ის ქუ­თა­ი­სის ტე­რი­ტო­რი­აა. აგერ, სკო­ლის ეზო­დან კი იწყება სო­ფე­ლი რი­ო­ნი, ზე­მოთ ზა­რა­თი­ა, რო­მე­ლიც წყალ­ტუბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­დის. იქ­ნებ გაგ­ვარ­კვი­ოთ - ჩვენ ვის ვე­კუთ­ვნით.“

 

***

გუ­მა­თე­ლების ნა­ამბობიდან მკა­ფი­ოდ ჩანს, თუ რო­გორ ზრუ­ნავს ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლება მო­სახლეობაზე. ცნობილი­ა, რომ სახელ­მწი­ფო ბიუჯეტი­დან „რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტროს“ რე­გი­ო­ნების აღო­რ­ძინების­თვის ასობით მი­ლი­ო­ნი ლა­რი ერიცხება. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამო­დე­ნა თანხა რა­ში იხარჯება? აქე­დან რა­ტომ არა­ფე­რია გა­მე­ტებული გუ­მა­თე­ლებისათ­ვის? სა­ინ­ტე­რე­სოა, უმოკ­ლეს ხან­ში იგეგ­მება თუ არა ქა­ლა­ქის ამ უბნის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რება? ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხზე ვცა­დეთ, ქუ­თა­ი­სის ვი­ცე-მე­რის, და­ვით ან­დღუ­ლა­ძის­გან მოგ­ვე­პო­ვებინა ინ­ფორ­მა­ცია, პრეს­სამ­სახურის უფ­როს­მა, ქე­თი დე­ი­სა­ძემ ვი­ცე-მერ­თან ინ­ტერ­ვიუ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნია.

ქე­თი დე­ი­სა­ძე, მე­რი­ის პრეს­სამ­სახურის უფ­რო­სი: „ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც პრეს­სამ­სახურის უფ­რო­სი, თა­ვად მე მოგ­ცემ. ხუთი დღის წინ ქა­ლა­ქის მე­რი გუ­მათ­ში ჩა­ვი­და და მო­სახლეობას პრობლე­მების მოგ­ვა­რებას 2012 წლის­თვის დაჰპირ­და. სულ მა­ლე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრო წყლის და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ას და­იწყებს. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ქუ­თა­ი­სის ოც­და­ოთხსა­ა­თი­ა­ნი წყლით მო­მა­რა­გებას. სა­მუ­შა­ოების­თვის ორა­სი მი­ლი­ო­ნი ლა­რი დაიხარჯება. გუ­მათ­ში აუ­ცი­ლებლად გა­კეთ­დება გზა, თან ექ­ნება ოც­წლი­ა­ნი გა­რან­ტია. ამ საქ­მეს­თან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­კამ­პა­ნი­ას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს. არ­ჩევ­ნები 2012 წლის ოქ­ტომბერ­შია და­გეგ­მი­ლი და გზა სექ­ტემბერ­ში გა­კეთ­დება. კი­დევ ერთხელ გეუბნები, რომ თევ­დო­რა­ძემ მო­სახლეობას 2012 წლის ბიუჯეტი გა­აც­ნო.“

მე­რი­ი­დან მხოლოდ ეს მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია წა­მო­ვი­ღეთ. დე­ი­სა­ძე დაგ­ვპირ­და, რომ ქა­ლა­ქის მერს აუ­ცი­ლებლად გა­აც­ნობდა გუ­მა­თე­ლების მი­ერ დას­მულ შე­კითხვას: გუ­მა­თის გზა, წყალ­ტუბოს ეკუთ­ვნის თუ ქუ­თა­ისს? მაგ­რამ, რო­გორც ყოველ­თვის, ხელი­სუფ­ლებამ ხალხის კითხვას ყურად­ღება არც ახლა მი­აქ­ცია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1739
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია