დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა 5 წლის იუბილე აღნიშნა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/31 19:11:00

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა. იუბილეზე მოწვეული იყვნენ ის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ცენტრის აქტიური მომხმარებლები არიან.


იუბილეზე დემოკრატოიულ ცენტრს სპეციალურად ეწვია  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის  ოფისის  ხელმძღვანელი  დაგლას ბოლი, რომელმც ამ  ორგანიზაციის  მნიშვნელობაზე  ისაუბრა.

 

ღონისძიების ბოლოს ცენრტის ხელმძღვანელებმა ის არასამთავრობოები  ორგანიზაციები და ჟურნალისტები დააჯილდოვა სპეციალური სიგელებით, რომლებიც ცენტრის ყველაზე ხშირი სტუმრები და მომხმარებლები იყვნენ ამ 5 წლის მანძილზე.


შეგახსენებთ, ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრი 2012 წლის 7 თებერვალს გაიხსანა. თავისი არსებობის 5 წლის მანძილზე ცენტრში ჩატარდა 3200 ღონისძიება. სულ ჩატარდა161 შეხვედრა, აქედან ცენტრის მიერ ორგანიზებული იყო 38, პოლიტიკური პარტიების მიერ - 45, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ-60,  საერთაშორისო არასამთავროების მიერ-24, მედიაორგანიზაციების  მიერ კი -15 შეხვედრის ორგანიზება მოხდა, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა - 24 შეხვედრა, ხოლო საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა- 7 შეხვედრა მოაწყვეს.

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია