დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
„ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო (R)
2017/09/12 16:50:56

 

 „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მერობის კანდიდატმა, თემურ ჩუბინიძემ, ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

 

მერობის კანდიდატი ტყიბულელებს პარლამენტარმა, ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ წარუდგინა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე.

 

შეხვედრაზე თემურ ჩუბინიძემ ქართული ოცნებისპოლიტიკურ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეეცდება ერთგულად ემსახუროს თითოეულ ტყიბულელს. მისივე განცხადებით, მერად არჩევის შემთხვევაში, იგი ყველა პროგრესულ იდეასა და ინიციატივას მხარს დაუჭერს.

 
პირველი შეხვედრა მერობის კანდიდატმა ცუცხვათის მოსახლეობასთან გამართა და ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ჩიხლაძე წარუდგინა.

 

 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია