დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის ხელისუფლებას: "სტიქია კი არა, ეს იყო ჩვეულებრივი წვიმა, ამას არ უნდა დიდი კომისიები, ისედაც ნათელია, რამაც შექმნა პრობლემა“
2017/10/17 14:56:17

ქუთაისში უხვი ნალექის მოსვლასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ,  მედიისთვის ბრიფინგი გამართა. ვაშაძემ  ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

„გუშინ ქუთაისის რამდენიმე უბნიდან საგანგებო ზარი შემოვიდა ჩვენს ოფისში. ადგილზე გავედით და შემზარავი სურათი დაგვხვდა, განსაკუთრებით - მუსხელიშვილის ქუჩაზე, სადაც ყველა სახლის პირველი სართული წელამდე დაიტბორა. ამ საყოველთაო უმუშევრობის პირობებში ადამიანებისთვის ასეთი ზარალი მეტისმეტია. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ ზარალს დაითვლის და აუნაზღაურებს მოსახლეობას, რადგან ასეთი ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება.


 ადგილზე მისულებს არავინ გვინახავს,  პარტულის 3 თანამშრომლის გარდა.


ერთი ციცქნა მდინარეა, რომელიც დიიდი ხანია, არ გაწმენდილა. წყალი რომ მოაწყდა, ვერ გაატარა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ტერიტორია. სტიქია კი არა, ეს იყო ჩვეულებრივი წვიმა, ამას არ უნდა დიდი კომისიები, ისედაც ნათელია, რამაც შექმნა პრობლემა.“- გაანაცხადა გრიგოლ ვაშაძემ


ქუთაისის ქუჩების დატბორვას გამოეხმაურა ქალაქის მერი. შოთა მურღულიამ აღნიშნულ ფაქტს სტიქია უწოდა.


,, 12 საათში ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს. მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია, ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. პირველ რიგში, სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა." - განაცხადა  შოთა მურღულიამ.

 

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია