დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხის აზრი
2010/02/22 12:09:29

- ხანდახან ლარსაც ვერ ვშოულობ. ქათამს ვყიდულობ და ვყიდი, დღეს კი ტყუილად ვარ აქ გამოსული - საკმაოდ აგრესიულად გვიპასუხა შუახნის ქალბატონმა და სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა.

 

მალხაზ უგლავა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, 49 წლის: „შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ გვყოფნის. ყველაფერი არეულ-დარეულია. პროდუქტებზე ფასებმა უნდა დაიკლოს, რადგან ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ.“

 

ოთარ დვალიშვილი, 78 წლის, პენსიონერი: „პენსია 87 ლარი მაქვს, ვერ ვიტყვი, რომ საკმარისია, თუმცა დღევანდელი ცხოვრება კომუნისტებისას 200-ჯერ მეტად სჯობს.“

 

თემურ ოკრიბელაშვილი, 50 წლის: „ამჟამად უმუშევარი ვარ, თუმცა, რაც გვაქვს, უნდა ვიკმაროთ. საშუალოდ გვყოფნის.“

 

ნატო მეტონიძე, საბავშვო ბაღის თანამშრომელი, 36 წლის: „რა თქმა უნდა საკმარისი შემოსავალი არ მაქვს, თუმცა, ფასები რომ იზრდება, ალბათ, ასეა საჭირო, რა ვიცი... ოჯახის ერთ-ერთი წევრი, საზღვარგარეთაა წასული, მასზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, ძალიან გაგვიჭირდებოდა.“

 

მარინე ფარულავა, პენსიონერი, 70 წლის: „90 ლარამდე ვიღებ პენსიას. ამის გარდა, არაფერი მაქვს შემოსავალი. ფინანსურად ხანდახან ჩემი და მეხმარება, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი.“

 

მაია მანჯგალაძე, გამყიდველი, 50 წლის: „დღეში სამ ლარს რომ იშოვი და ისიც ოჯახის ერთი წევრი მუშაობს, საშინელებაა! ელემენტარულად, შაქარს რომ ვერ იყიდი, რადგან ფასი უკვე ორ ლარზე მეტი აქვს! ვფიქრობ, კატასტროფული მდგომარეობაა და ფასებია აწეული სწორედ იმ პროდუქტებზე, რომლებიც ყოველდღიური მოხმარებისაა.“

 

ავთო ღვინეფაძე, მათემატიკოსი, 56 წლის: „ხელფასი 85 ლარი მაქვს. თავს გაზეთების გაყიდვით ვირჩენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.“

 

ნათია სოხაძე, ეკონომისტი: „მე, პირადად ეკონომისტი გახლავართ. მეორე პროფესიაც მაქვს. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ, ბავშვებს ვამზადებ. ერთი ადამიანის შემოსავალი რომ ერთ ადამიანსაც არ ჰყოფნის, ეს, მე მგონი, უცნობი თემა არ არის საქართველოში.“

 

რუბენ მიქაუტაძე, პენსიონერი, 83 წლის: „ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. ავადმყოფი შვილი მყავს, რომელიც არ მუშაობს. სახლში უამრავი ნივთი გავყიდე, რომ წამლები ვიყიდოთ და თავი ვირჩინოთ.“

 

წვეროსანი მამაკაცი (სავარაუდოდ, სამარშრუტო ავტობუსების დისპეტჩერი რუსთაველის ხიდთან): „საქმე არაფერი გაქვთ, ქუჩაში რომ დაწანწალებთ? მე უკმაყოფილო არაფრით ვარ. იცით თქვენ, ვის ელაპარაკებით? წადით და ბაზარში მოვაჭრეები გამოკითხეთ!“

 

ნანა კუკულავა

ლევან ფანცხავა

ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია