დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საინფორმაციო სააგენტო „ფოსტალიონთან“ არსებული „Learning studio group” (LSG) აცხადებს მიღებას
2015/09/20 11:59:05

  საინფორმაციო სააგენტო „ფოსტალიონთან“ არსებული „Learning studio group” (LSG) აცხადებს მიღებას:

 

პრაქტიკული ჟურნალისტიკა (პრესა და ტელევიზია);

ოპერატორის კურსი;

ვიდეომემონტაჟის კურსი

 

სწავლება იწარმოებს ტელევიზიაში. ლექციების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის დროს დაინტერესებულ პირებს გადაეცემათ ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც პრაქტიკული მუშაობისას დასჭირდებათ. მათ მიერ მომზადებული ბეჭდური მედიის საუკეთესო პროდუქტი განთავსდება სააგენტო „ფოსტალიონისა“ და სხვა სააგენტოების ვებგვერდებზე. ტელეჟურნალისტების, ოპერატორებისა და მემონტაჟეების ჯგუფები იმუშავებენ სტუდიაში. მათი შემოქმედებითი მასალა გადაიცემა რამდენიმე ტელეეთერით, ან განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე.

 

დაგეგმილია ტელეგადაცემაში მათი მონაწილეობა. კურსის მიზანია, ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება:

• საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და არგუმენტირებულად გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად);

• ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება;

• ტექსტზე მუშაობა და მისი სტილისტურად გასწორება, სიუჟეტის დაგეგმვა და ა.შ.

სწავლის მსურველები გაივლიან მოკლე და აუცილებელ კურსს:

პრესის ინგლისურში (ტერმინოლოგია);

ეკონომიკურ, სამედიცინო, იურიდიულ, პოლიტიკურ, სპორტულ, რელიგიურ ჟურნალისტიკაში;

გაეცნობიან მასებთან მუშაობის წესებს (მუშაობას აქციებზე, მანიფესტაციებზე, ბრიფინგ-პრესკონფერენციებზე).


ლექციების კურსს გაუძღვებიან როგორც თეორიის სპეციალისტები, ასევე პრაქტიკოსები. დაგეგმილია შეხვედრები ცნობილ ჟურნალისტებთან და ტელეოპერატორებთან.

მსურველთა ასაკი 15 წლიდან ზევით, პროფესია შეზღუდული არ არის.


ჩვენ საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რის შემდეგაც დასაქმება არ გაგიჭირდებათ. წარმატებულ კურსდამთავრებულებს დავასაქმებთ ჩვენს მედიასაშუალებებში.

 

სწავლების სრული კურსი 6 თვე.


სწავლების ღირებულება:

პრაქტიკული ჟურნალისტიკა (პრესა; ტელე) 150 ლარი (ერთი თვე), სრული კურსის ღირებულება 900 ლარი. ტელეოპერატორი 250 ლარი (ერთი თვე), სრული კურსის ღირებულება 1500 ლარი.

ტელემონტაჟის სპეციალობა _ 350 ლარი (ერთი თვე), სრული კურსის ღირებულება 2100 ლარი.

 

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, პრაქტიკა იწარმოებს პარალელურ რეჟიმში. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. ლექციები დაიწყება ოქტომბრიდან.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე :

5 92 99 01 02


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია