დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ილია მეორე: ჩვენ ვლოცულობთ ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც...
2015/09/27 19:44:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აფხაზებსა და ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა:


"მინდა გაგახსენოთ, რომ 11 წელი მე ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. სიკეთისა და სიყვარულის მეტი მე იქ არაფერი მინახავს. მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით. აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები", - ბრძანა პატრიარქმა. 
მისივე თქმით, დღეს არის, როგორც სიხარულის, ასევე მწუხარების დღე.

"მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, ერთად დადიან. დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულისაც. დღეს არის ჯვართამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული ჟიული შარტავა, იგივე დავითი და სხვა გმირები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს დაცემული აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები", - ბრძანა პატრიარქმა.


მისი განცხადებით, აფხაზეთის ტრაგედია იყო თავსმოხვეული ტრაგედია. "ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის - ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ერებისთვის", - ბრძანა უწმინდესმა. 
პატრიარქმა ქადაგების შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია