დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლაიშვილის ბიძიას არ ეხება „ასაკობრივი ზღვარი“?
2012/06/04 12:55:07

გამევიწკიპე 26-იზა და გოუდექი ავტოქარხნის გზას. რა მქონდა მეტი საქმე. ქვეყნის ხალხი დამხვთა. აპა, რა იქნებოდა, აქამდე არ ღირსებია ქუთაისს აღლუმი და... კიდო კაი, ჩია კაცი ვარ, თვარა, რაფრათ გავძრობოდი ამდენ ხალხში წინ. კაი ადგილზე ვიდექი და ყოლიფერი კარქათ დევინახე, რაც ხთებოდა მიშას ტრიბუნაზე. ხოდა, ნეტაი, არ დემენახა...

მიშამ არ დეინანა და კაი ბლომათ ხალხს ჩამოურიგა ორდენები. გევიხედე და, ამ ჩვენ რეგიონულ მინისტრსაც არ დადო პატივი? რამაზი როა, ნიკოლაიშვილი. ტელევიზორში სულ მაგია გამოჭიმული, ამას ვაშენებ და იმასო. კაი, ბატონო ჩემო, რაცხას აშენებს, იმაზე ქე წერენ და აჩვენებენ ბლომათ, მარა ერთი რამე არსად მომისმენია ამ ჩვენ მედიაში: მაგ ნიკოლაიშვილს ბარე 80 წლის ბიძია რო ყავს დასაქმებული თავის გვერდით. ბიძია რო ყავს, ეს კი არაა გასაკვირი, გასაკვირი ისაა, თავის მოადგილეთ რო დოუნიშნია ამ ხნის კაცი. რა ვიცი, ჩემ სანათესაოში 35-ს გადაცილებულმა ვერევინ იშოვა სამსახური და ნიკოლეიშვილის ბიძია რა გამოდგა ამნაირი ჯიშიანი?

მისულა ამასწინეებზე ეს გამომდგარი ბიძაკაცი პარლამენტის მშენებლობაზე, დოუნახია ხარაჩოებზე ჩამოკიდებული მუშები და ოუტეხია მათზა ერთი ამბავი, არ მუშაობთ კარქათო. გამოსარჩლებია თავის მუშებს პრარაბი, 12 საათს ქე ვამუშავებთ ამ ხალხს დოუსვენებლათ, თან 20 ლარათ და მეტი რა ვქნათ, ბატონოო. ეს რავა გამიბედეო - დოუყვირია და იქვე, ადგილზე გოუთავისუფლებია სამსახურიდან ი კაცი ამ ჩვენ ნიკოლაიშვილის ბიძიას. იმფერს ყვიროდა თურმე ამ ხნის კაცი, ძლივს წოუყვანია თავის დაცვას. რამაზი, შვილო, მარტვე ყვირილი თუ შველის საქმეს, რათ გვინდა ბიძაშენი, ეგერ გვყავს ჩვენი დოუსაქმებელი სერგია, მიეცით გუდოკი და ნახევარ საათში აგვიშენებს ნახევარ ქალაქს!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია