დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2005 წელი, 10 - 16 იანვარი, №2 (306)
სულხან მამისეიშვილი: „რამდენი კილოც ვარ, იმდენ ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა!“ (ვიდეო)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/24 14:33:33

ანამდე ვცოცხლობთ, ჩვენ ვართ სიზმარში და რომ მოვკვდებით, გამოვიფხიზლებთ...“- ეს სიტყვები მისი ცხოვრების დევიზია. იგი საკმაოდ შინაარსიანი ბიოგრაფიის მქონე ადამიანია, თუმცა მისი სამსახურებრივი იერარქიები ძალიან ცოტას თუ აინტერესებს ქუთაისში, წყალტუბოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელს იმერეთში. მას სელესთან, მარკოზიჩთან, ტუა ტაქსის შოფერთან, ილო ფოტოგრაფთან ერთადაც კი იხსენებენ ხოლმე. ალბათ, მიხვდით, იგი კოლორიტია და ძალიან ახალგაზრდამ მიიღო ეს ტიტული.

 

ახალი წლის დღეებში სულხან მამისეიშვილი ყველაზე მძიმე წონით კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან დღეში საშუალოდ 4-5 ლიტრი ღვინის დალევა უწევს. თამადად რამდენჯერ ყოფილა სუფრასთან, არ ახსოვს: ათასებს ვერა, მაგრამ რამდენიმე ასეულს კი ნამდვილად ითვლის. ახალ წელს ძალიან კარგი მეკვლეა, თუმცა, „კუჩხი ბედინერივით“ სუფრების დროის გადაწევა უწევს. „როცა უფროსი ქალიშვილი შემეძინა, მას შემდეგ, ჩემს ოჯახში ქეთევანია მეკვლე, სხვაგან მე ვარ ხოლმე, თუმცა „კუჩხი ბედინერი“ თამადობის პროცესზე მახსენდება. ყოფილა შაბათი, როცა წვეულება, ნათლობა, ქორწილი, დაბადების დღე დამთხვევია ერთმანეთს, და სიას ჩამოვწერ ხოლმე, რა დრო შეიძლება გადავიტანო, რომელი დაბადების დღე გადავწიო წინ 1 საათით ადრე, მერე იქ ნათლობა ჩავსვა და ა.შ.“ - გვიყვება სულხან მამისეიშვილი.  ხშირად ყოფილა თამადა ისეთ სუფრაზე, სადაც გიზო ნიშნიანიძე, ზურაბ ქაფიანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ბორის წიფურია, ნაპოლეონ ქარქაშაძე, დიმა ჯაიანი, ვახტანგ კიკაბიძე და სხვა ცნობილი ადამიანები მსხდარან. „მე აღარ ვლაპარაკობ იმ ჩემს სამეგობროზე - გიზო კაკაურიძეზე, ლევან კვატაშიძეზე, კახა გოგოლაშვილზე, კახა ფხაკაძეზე, თორნიკე მარჯანიშვილზე, მერაბ კვიცარიძეზე - პიროვნებებზე, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან განსაკუთრებული პეწით, სუფრასთან ქცევის განსაკუთრებული კულტურით,“ - ამბობს სულხან მამისეიშვილი. მისთვის 2005 წელი განსაკუთრებულ საჩუქარს ამზადებს, - ამ წელს მესამე შვილი შეემატება მამისეიშვილების ოჯახს. „ამაზე მეტი ღვთის წყალობა ჩემთვის არ არსებობს. ორი გოგონა მყავს, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მესამე გოგო იქნება, თუ ბიჭი, მაგრამ ჩემი მეგობარი ექიმები მეუბნებიან, რომ გვარის გამგრTელებელი მეყოლება,“ - მოკრძალებულად იღიმის უფროსი მამისეიშვილი.

 

 

კოლორიტობა ნიშნავს, ბოლომდე დაიხარჯო

 

ოლორიტები ყოველთვის გამოირჩევიან ხოლმე საზოგადოებაში, მათი ყოფნა ყველგან და ყოველთვის სასიამოვნო და სასურველია. თუმცა, ეს ტიტული გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რომელიმე თანამდებობა, ისინი ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი უცნაურობით. თავად სულხან მამისეიშვილი თავს კოლორიტად ჯერ არ თვლის: „როცა კახა ფხაკაძემ ქუთაისის კოლორიტებზე სიმღერა დაწერა და სელეს, მარკოზიჩის, ილო ფოტოგრაფის გვერდით ჩემი სახელიც ახსენა, მე, რატომღაც, უხერხულად ვიგრძენი თავი, მათ გვერდით რომ დამაყენა. რაც მათ სითბო და სიყვარული დათესეს და დატოვეს ამქვეყნად, მე ჯერ იქამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ცხოვრება წინ მაქვს და ვეცდები, ამ 15-20 წელიწადში მოვასწრო იმის გაკეთება, რომ წყალტუბოში იქნება, ქუთაისში იქნება, გეგუთში იქნება, - სადაც, ძირითადად, ჩემი ყოფა და ჩემი არსებობაა, - დავტოვო ის სითბო და სიყვარული, რაც იმ ხალხმა დატოვა და, მომიგონონ ისე, როგორც იგონებენ ამ პიროვნებებს. შოთამ თქვა ნიშნიანიძემ: „ყველა ღირსეულს ქვეყნად ძეგლი რომ ღირსებოდა, ალბათ, ქვეყანა სასაფლაოდ გადაიქცეოდაო“. მე ძეგლის დადგმა როგორ მოვითხოვო, როცა ვიცი, რომ ყველა ოჯახში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი უნდა იდგეს და არ არის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძეგლი უნდა იდგეს და არ არის“...

 

 

 

ღარის სასმისები

 

ოლორიტისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი განსხვავებული სასმისია, ყველაზე სასურველი ატმოსფერო - სუფრა და ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა - სადღეგრძელოს თქმა. სულხან მამისეიშვილს ოჯახში უამრავი სასმისი აქვს, თუმცა, ბოლო 5 წელია, ხშირად ჩუქნიან უფლის ხატს. ყველაზე დიდი ყანწი ცხრა ჩაისჭიქიანი იყო, როცა ქორწილში დალია. „ლიტრანახევარი ღვინო ჩადიოდა იმ ყანწში, დავლიე, მაგრამ როგორ ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი, აღარ მახსოვს, ეს, რა თქმა უნდა, სუფრის ბოლოს მოხდა,“ - ღიმილით ყვება სულხან მამისეიშვილი, - „განსაკუთრებული მსმელი არასოდეს ვყოფილვარ, მე სელე მინახავს, ვედრით აქვს დალეული სიძე-დედოფლის სადღეგრძელო. უცნაურ სიტუაციებში დამილევია, მაგალითად - კაცი სახურავზე ასულა სოფელში, შიფერის ღარზე დაუსხამს ღვინო და ჩვენ ქვემოდან დაგვილევია პირგაღებულებს. კალოშზე, ლამპის შუშაზე,  თოფის ლულაზე, ჭურის თავზე - ზედმეტია ლაპარაკი. თუმცა ჩემს ასაკს აღარ უხდება ის სისულელეც, უკვე „ორმოცდა...“ დავიძახე... თუმცა, არსებობს რაღაც, რაც, თუ არ ისულელე, არ გამოგდის. ანეკდოტი თუ ორიგინალში არ მოყევი, არ უხდება. აი, მაგალითად - შეგინებამ ჯოტია ცაავას მსოფლიო რეკორდი დაამყარებია, შეიძლება უწმაწურიც თქვა, ოღონდ სიკეთით, აუცილებლად სიკეთე უნდა თესო“.

 

 

 

სესილიას სადღეგრძელო...

 

„ძალიან მიყვარს უფლის სადღეგრძელო. შოთას აქვს ერთი ლექსი, ძალიან დიდია, მაგრამ ასე მთავრდება ბოლოს: „სინამდვილეა თუ ეს სიცხადე, სულის ძილია თუ ეს სიფხიზლე, სანამდე ვცოცხლობ, ჩვენ ვართ სიზმარში და რომ მოვკვდებით, გამოვიღვიძებთ.“

 

ჩემთვის სიცოცხლე უფრო საშიშია, ვიდრე სიყვარული. ვაი, იმას, ვინც არასწორად ცხოვრობს. ბოლომდე შევდივარ, წინაპრების სადღეგრძელოს როცა ვსვამ, რომლის დროსაც ხალხი ფეხზე დგება, ზოგი ტირის, ზოგი ტაშს უკრავს... ცოტა ისეთი ფორმით მომყავს: სესილიათი ვიწყებ, „მე, ბებია ილიკო და ილარიონივით“, ზუსტად ისე რომ მოკვდა, როგორც კინოში...

 

 

მრგვალი სახლის ანეკდოტი

 

„ჭიჭიკია რომ მრგვალ სახლს აშენებს, ალბათ, იცით (იცინის). ბიჭიკიამ რომ უთხრა: - რა არის, კაცო, ან ვინ გირჩია, ან ვინ დაგიპროექტა, სად გინახავს ერთიანად მრგვალი სახლის აშენება, ეგ  რა სტილიაო?

 

- რაო, ბიჭიკია, და, რომ დევიწყე სახლის მშენებლობა, ჩემი სიდედრი იყო მოსული და ასე მითხრა, შენს სახლში ერთი კუთხე მეც მეკუთვნის და მომიჩინეო, თუ ნახოს -  მეტი ქნას, ჩემს ფეხებს მივუჩენ კუთხეს, მაგ შობელძაღლსო...

 

-        გურული და ებრაელი შარდავს ტუალეტში, გახედა გურულმა და უთხრა - რაია, ძამა, აბრეზი გაქ, აბრეზი? (ებრაელებს, როცა დაიბადებიან, ხომ წვერს კვეთენ...)

 

- არა, დაგენაცვლე.

 

- აბა, დაგცხა და ეიკაპიწე, შე შობელძაღლოო?..“

 

 

ახალი წლის კურიოზი

 

„ახალ წელს ყოველთვის ვცდილობ, ოჯახში  ვიყო, რადგან უფრო  სრულყოფილად ვგრძნობ თავს, თუმცა ორჯერ მომიწია მოსკოვში შეხვედრა. ერთ-ერთ ახალ წელს მოსკოვში ერთ წვეულებაზე მიმიპატიჟეს რუსის ლამაზმანებმა, დიდი ტორტი ვიყიდე (აბა, ისე ხომ არ მივიდოდი?), შევედი ლიფტში და გავეჭედე. ვყვირი, მაგრამ ვის გააგონებდი, ღამის 12-ის ნახევრიდან 2 საათამდე ლიფტში ვიყავი და, როცა გამოვაღწიე,  დასრესილი ტორტით შევედი წვეულებაზე...

 

 

ნავის ხეების ზეიმი

 

ხალ წელს ჩემს ქალაქში მიყვარს ყოფნა, წყალტუბო ყველაზე ლამაზია, როცა მოთოვს, წყალტუბო ნაძვების ქალაქია და, წარმოიდგინეთ, ერთი დიდი ლამაზი მოედანი და საახალწლო ნაძვის ხეების ზეიმი. ეს ქალაქი ერთ დროს იყო გაბრწყინებული, გადათეთრებული, აქ დამსვენებელი სულ დადიოდა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, ეს დღე განსაკუთრებულად გაელამაზებინა, ყველა სანატორიუმს კლუბი ჰქონდა, კარნავალი ტარდებოდა, იყო გართობა, ფერადი ბუშტები, ფერადი განათებები. უფრო მეტიც, აქ ერთი თვით ადრე იგრძნობოდა ახალი წლის სამზადისი. გული მწყდება, რომ დღეს ეს ქალაქი ასე გაჭირვებულად ცხოვრობს... - ამბობს სულხან მამისეიშვილი.

 

 

 

 

ახალი წლის სურვილები...

 

 

ალხს - ხალხს ვუსურვებ,  სიკეთეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კაბელში დენს, კრანში წყალს და მილში გაზს...

ნებისყოფა მისცეთ ღმერთმა! როცა ცუდ ხასიათზე იქნებით, წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც თქვენზე ცუდად არის და ყველაფერი გაგივლით...

 

ჟურნალისტებს: - მე ჟურნალისტებთან ვმეგობრობ და მიყვარს მათთან ურთიერთობა. ამ ბოლო დროს ხშირად ვხვდები, რომ ყველა ტელეკომპანია, გაზეთი ვიღაცის დაკვეთას ასრულებს. ჭკვიანი მკითხველი მაშინვე შეატყობს, ის შემოქმედებითი სულიდანაა თუ ვიღაცის დაკვეთა, რაც არ უნდა შემოსო და შირმა გაუკეთო, ეს მაინც ჩანს. ამიტომ ვუსურვებ, რაც შეიძლება მართალი იყოს, ბუნებრივი იყოს, გულახდილი იყოს, კეთილი, კრიტიკული და ობიექტური... თუ სიკეთემ თავისი უდახვეწილესი ფორმით იჩინა თავი, მაშინ შენ ახლოს ხარ ღმერთთან...

 

ქალებს - ჩემთვის სუფრა და ქალი განსაკუთრებული ფენომენია, კონსტანტინე ამბობდა გენიალურად: „მოთმინება გამოიყვანს ქალს მოთმინებიდან“ - იცოდეთ, კაცებო! მე ყველა მანდილოსანს განსაკუთრებით ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ჩემი ტრადიციული დალოცვით ვეტყვი:  - „რამდენი კილოც ვარ, იმდენ ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა,“ მე ვარ 112 კილო. „ღმერთმა გაგასუქოთ“, ნუ მეტყვით, მაგრამ, თუ საჭირო იქნება, ერთ 10 კილოს კიდევ მოვიმატებ.“

 

 

***

 

სე ლამაზად დასრულდა ჩვენი საუბარი მეკვლესთან, რომელიც, არავინ იცის, საჯარო მოხელეა, ქარხნის დირექტორი, თუ მათემატიკოსი - მას, უბრალოდ, სულხან მამისეიშვილი ჰქვია, კაცი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, არასოდეს ყოფილა ეგოისტი და სიცოცხლის დინებას უსაშველოდ ეტრფის:

 

„იდინოს სიცოცხლემ, მარადჟამს იდინოს,

 

ტყეში ცხოველმა ველურად ირბინოს,

 

ფრინველმა ზეცაში ლაღად იფრინოს,

 

მდინარემ წკრიალით, ჩუხჩუხით იდინოს,

 

ოღონდ იდინოს, სიცოცხლემ მარადჟამს იდინოს!“

 

 

სოფიკო ყანჩაველი

 

 გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  2005 წელი,  10 - 16 იანვარი, №2 (306)

 

აქვე გთავაზობთ მერაბ ქაჯაიას ვიდეოს "სუხიას ანეკდოტები"

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 26449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია