საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩეკების გათამაშება თუ ჩეკების გაყალბება?
2012/05/14 12:29:47

ქართველი რო ვერ მეიფიქრებს და გააკეთებს, რაა იმნაირი? რაცხას გეტყვით ახლა და, დოუკვირდით, აპა, თუ არაა ასე.

ჩეკებზე გათამაშება რო დეიწყო, რავა ვთქვა, მარა, თავიდან მეც ყველასავით ვიფიქრე, რაის გათამაშება, ამ მთავრობის მორიგი ტყული დაპირებაა ეგეც და ჩეკში ვინ მოგაგებიებს რამეს-თქვა! მარა ჩემმა მეზობლის ბოვშმა 50 ლარი ჩემ თვალწინ რო მეიგო და სიხარულისგან აკვინტრიშდა, ქე მემეცა გული და დოუწყე შეგროვება ამ ჩეკებს. მაგის იღბალი ვინ მომცა მე, რამე მევიგო! ა, რამდენი ხანია დეიწყო გათამაშება და მე ტყულა ვკარქავ დროს ჩემი შვილიშვილის ღრიტინში, გამითამაშე ჩეკები-თქვა - არცერთმა არ მეიგო... მარა ამ ამბისთვის კი არ ვაწუხებ ახლა თქვენ ლამაზ თვალებს, სულ სხვა რამე მინდა რო გითხრათ...

ვიყიდე ამასწინ ჩემი პენსიით „ოპტავოიში“ 18 ლარის და 25 თეთრის რაცხეები ოჯახიზა. დიდი ამბით მივიტანე სახში. ჩემმა ბებრუხანამ არ დამიჯერა, მაგდენს რავა მიცემდი რაცხა ორ კილო შაქარში და ბრინჯში, რაცხა გეშლება შენ ქაიხოსროო. ხოდა გულისჯიბეში საგულდაგულოდ გადანახული ჩეკი დავაძვრე და - ა, ბატონო, თუ არ გჯერა, აგერ ჩეკს მაინც დოუჯერე-თქვა. მარა, ნეტაი, არ ამემეღო ჯიბიდან! 18 ლარის და 25 თეთრის მაგივრად, მარტო სამი ლარი არ იყო ამოწერილი?

ვიფიქრე, შეეშალა, ალბათ, გამყიდველსთქვა, მარა მეორე დღეს სულ სხვადასხვა „ოპტავოებში“ მომიწია რაცხეების ყიდვა და რა ნახა ჩემმა ბრუციანმა თვალებმა: ყველა გამ-ყიდველი, რამდენისაც იყიდი, იმის ჩეკს კი არ გიწერს, რაცხა კაპიკებიან ჩეკს გაძლევს, თუნდაც ბევრი ფული დახარჯო.

ვაი ამ ხელისუფლებას! მაგენს გონიათ ჩეკების გათამაშებას თუ შემეიღებენ, სულ მთლად აღრიცხავენ ვაჭრების შემოსავალ-გასავალს და გადასახადებსაც ვერ დოუმალავს ვინმე. ა, ბატონო, დოუკვირდით აპა თქვენც, ასე თუ არ შობიენ გამყიდვლები?

ამიტო ვამბობ მე, იმნაირი რაა, ქართველი რო ვერ მეიგონებს და გააკეთებს-თქვა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია