საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის დღეობა
2011/12/26 13:22:29

ახლა სა მცალია სალაპარიკოთ, მზახლის მოკითხულ ღვინოს ვსინჯავ, რაფერი იქნება სუფრაზე-თქვა, მარა, რაც ამ დღეებში მოხთა, იგი რო არ მოგიყვეთ, რაფერ იქნება მაგი საქმე, არ ვიცი!

მოკლეთ, მიშას გაახარებს ღმერთი, ქე მანერვიულა პაწა თავის დაბადების დღეზე, მარა, სამაგიეროთ, იმ ერთ დღეს მაინც ხო ამეივსო ჩემმა შვილიშვილმა გემრიელი სასუსნავებით მუცელი, იმდონი კაი რამეები ჭამა, საწყალს თელი 14 წელი რო არ უნახია ოჯახში!

მოკლეთ, 21 დეკემბერს ბოვშს დააგვიანდა სკოლიდან მოსვლა. მობილურზე რას დოურეკავდა დედამისი, ბოვშს სალაპარიკო თანხა აღარ ქონდა, მთელი კვირაა. გევიდა საათები, სადაა ეს ჩვენი ნიკაია. ბოლოს, უკვე პატრულში რო ვაპირებდით დარეკვას, საცხა, 5 თუ 6 საათზე, ამხანაგის ტელეფონით დაგვირეკა: „პირველი, მეორე, მესამე და მეცხრე სკოლების წარჩინებული კაი ბოვშები მიშას შესახვედრათ გაგვამზადეს, თან დაგვარიგეს: კაი ჩაცმულებიც მოდით და ბედნიერი ღიმილიც გედეიკარით სახეებზეო. პრეზიდენტს დააგვიანდა ჩამოსვლა და პირველ სკოლაში ვიყავით მანამდე დამწყროულები, გარეთ არ გვიშვებდენ, რო არ დავშლილიყავით. მერე ეს დამშეული ბოვშები რესტორანში წამოგვიყვანენ და აქანე გაგვიშალენ კაი ასკაციანი სუფრა. პრეზიდენტმა ბათუმში გეიქცა, ჩვენი თამადა კი ვანო ბიძიეა, მერაბიშვილი, და იმისთანა კაი სადღეგძელოებს გვეუბნება, გადასარევს. აპა, ჩვენს ოთიკო ბიძიესავით კი არ ეშლება სიტყვა მაგას! სუფრაა იმისთანა, გაგიჟდებით. ერთ ნაჭერ ხაჭაპურს ევიღებთ და - იმ წუთას ათ ნაჭერს, სულ ცხელ-ცხელს ამატებენ. დედიკონა, ეს რა გემრიელი საჭმელები ყოფილა თურმე ამ ქვეყანაზე, რამდონი რამე არ მცოდნიაო!“

მოკლეთ, მართალია, ჩემი სიძე-ქალიშვილი უმუშევარი ქე მიზიან სახში და ჩემი და ნაზიკიეს პენსიებით ვხვდებით მთელი ოჯახი ახალ წელს, მარა, ამ ჩვენმა ათოსანმა ნიკაიამ მაინც ხო იხეირა და ჩასუსნა ის კერძები, ჩვენ რო ბარე მრავალი წელი არ გვექნება სუფრაზე! ამიტოა კაი, დიდი კაცის დღეობაზე რო დაგიძახებენ, თვარა, ჩემს სადღეობო სუფრას რო შემოესწროთ, ბაბულიებო, ქე დაგხვთებათ გახრუკუნებული ჭადი და ლობიო, პრასის ფოჩებთან ერთად!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია