საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„სოჩიკზე“ მიბმული ცოცხი
2011/11/14 14:36:09

რაფრა გგონიათ თქვენ, რახან იმერულ კილოზე ვუქცევ და აწკეპილი ულვაშები მაქ, განათლებულ კაცად არ ჩევითვლები? იცოცხლე-თქვა, მიყვარს მე კაი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, - მივჟდები ჩემთვის, შუშაბანდის ფანჯარასთან, და   ვკითხილობ გულის გადასაყოლებელ და ჭკუის დასაგროვებელ ამბებს.

მარა, ბაბულიებო, წიგნებში სა წეიკითხავ კაცი იმისთანა სიბრძნეს და გამოცდილებას, დროული ხალხისგან რო გეიგონებ!

ა, ბატონო, გუშღამ ქუჩაში ჩემი ძველი ძმაკაცი, ვაჟა ჭყონია შემომხვთა - ვაჟა რავა არ გეცოდინებათ თქვენ, ცხინვალის ქუჩაზე რო ცხოვრობს გვირილასავით თეთრთავიანი, ლამაზი კაცი! თვარა და, მაგისი ბაღისკიდელობის და ენაკვიმატობის ამბავი მაინც გაგეგონებათ!

ვაჟამ მომახარა, ელექტროდენის მრიცხველზე სკოჩით მივაბი უშველებელი ცოცხიო!

კაცო, მე ვთქვი, სმენა მატყ-უებს ნამდვილათ, აპა, ცოცხს „სოჩიკზე“ რა უნდა, რატოა იქანე ჩამოკონწიალებული-თქვა?

შეკითხვა აღარც დამჭირებია, ბაბულიებო, ვაჟამ თვითან ამიხსნა თავისი მოქარგული ენით:

- ჩემო ქაიხოსრო, თბილისში ხო მიაბეს ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავების გადასახადიც, ხოდა, მე, აქედანვე ვიჭერ თადარიგს: ალბათ, ქუთაისშიც დეიწყ-ებენ აწი მაგ პროექტის გადმოღებას და დავხვთები, ქე მაინც, მზათ - მეცოდინება, რამდენს დაწერს დენთან ერთად ჩემი ცოცხიო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია