საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სახელ­მწი­ფომ კა­ნო­ნით უნ­და და­ა­რე­გუ­ლი­როს7 გა­დაჭ­რას შშმპ-თა ცხოვ­რების, სწავ­ლი­სა და და­საქ­მების პრობლე­მები
სულ ნანახია 835
ავტორი:

 

გა­სულ კვი­რა­ში, თბილის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე  შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობის მქო­ნე პირ­თა აქ­ცია-მსვლე­ლობა გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეებმა ხელი­სუფ­ლებას მა­თი პრობლე­მებით და­ინ­ტე­რე­სებისა­კენ მო­უ­წო­დეს. რაც მთა­ვა­რი­ა, აქ­ცი­ა­ზე პირ­ვე­ლად, ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე, გაჟღერ­და ზუს­ტი, სწო­რი გზავ­ნი­ლი: „შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობები არ­სებობს!“, ნაც­ვლად მო­დად­ქცე­უ­ლი ფრა­ზი­სა: „არ არ­სებობს შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობები“.

 

მო­გეხსე­ნებათ, აბსო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლებაც არ არ­სებობს. შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობებიც მრა­ვალ­გვა­რი­ა, უბრა­ლოდ, მას­თან ერ­თად თა­ნაცხოვ­რება უნ­და შეძ­ლოს ყვე­ლამ და თი­თო­ე­ულ­მა. შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობების მქო­ნე პი­რები ითხოვენ იმას, რაც სახელ­მწი­ფოს პრე­რო­გა­ტი­ვა­ა, რა­შიც სახელ­მწი­ფოს ხელ­შეწყობაა აუ­ცი­ლებელი. ეს ეხება შშმ პირ­თათ­ვის გა­რე­მოს ადაპ­ტა­ცი­ის, გა­ნათ­ლების, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურეობისა და და­საქ­მების სა­კითხების დრო­უ­ლად განხილ­ვა-გა­დაწყვე­ტას.

დღეს ქვეყანა­ში 75 არა­სამ­თავ­რობო და სახელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შაობს შშმ პირ­თა სა­კითხების გა­დაჭ­რის გზებზე. 14 წე­ლია პი­რა­დად ვაკ­ვირ­დები ამ პრო­ცესს და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ მხრივ უმ­ნიშ­ვნე­ლო ძვრებია. საქ­მე წინ არ მი­დის, ერთ ად­გილს ვტკეპ­ნით. ცნობილი­ა, მშე­ნებლობა სა­ძირ­კვლის გაჭ­რით იწყება და არა           ჰაერ­ში, შე­ნობის გა­დახურ­ვით. სა­ძირ­კვე­ლი გა­იჭ­რა, კერ­ძოდ, გა­ე­როს მი­ერ 2006 წელს მი­ღებული შშმპ კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რება 2013 წელს პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნახორ­ცი­ე­ლა (წი­ნა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რებმა  რა­ტი­ფი­ცი­რების­თვის ვერ „მო­ი­ცა­ლეს“), მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი აქ შე­ჩერ­და. უფ­რო სწო­რად, რა­ღაც „ფა­ცი-ფუ­ცი“ კი შე­იმ­ჩნე­ვა, თუმ­ცა შე­საბამი­სი უწყებების მი­ერ უპირ­ვე­ლე­სი პრი­ო­რი­ტებები აშ­კა­რად არ არის გან­საზ­ღვრუ­ლი  და რად­გან  გა­ზაფხულს ერ­თი მერცხალი ვერ მოიყვანს, თი­თო-ორო­ლა, სხვა­დასხვა პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე შშმპ-ის მდგო­მა­რეობის გა­უმჯობესება, სა­ერ­თო სუ­რათს ვერ ცვლის.

ან რა უნ­და მოსთხოვო არა­სამ­თავ­რობოებს?! მათ შე­უძ­ლი­ათ, შე­ის­წავ­ლონ ერ­თი რო­მე­ლი­მე სა­კითხი და რე­კო­მენ­და­ციები წა­რუდ­გი­ნონ სახელ­მწი­ფოს, თვი­თონ მა­თი მოგ­ვა­რების არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ გა­აჩ­ნი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი სახელ­მწი­ფოს კე­თილ ნებაზეა და­მო­კი­დებული. სწო­რედ, სახელ­მწი­ფომ კა­ნო­ნით უნ­და და­ა­რე­გუ­ლი­როს, გა­დაჭ­რას შშმპ-თა ცხოვ­რების, სწავ­ლი­სა და და­საქ­მების პრობლე­მები ისე, რომ თი­თო­ე­ულ­მა შშმპ-მა იგ­რძნოს მდგო­მა­რეობის გა­უმჯობესება! აი, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დად­გება და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ შშმპ-ს მი­ე­ცე­მათ ნორ­მა­ლუ­რი არ­სებობის სა­შუ­ა­ლება. კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის და არც არის, ამი­ტომ:

 

„არა - მოჩ­ვე­ნებით პო­ლი­ტი­კას!

არა - მოჩ­ვე­ნებით ჩარ­თუ­ლობას!

არა - უმოქ­მე­დო „სა­მოქ­მე­დო გეგ­მებს!

არა - არაფ­რის­მომ­ცემ პი­არ-აქ­ციებს!“

 

 

ქე­თე­ვან ბახუტაშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია