დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო ამერ-იმერი
2010/05/31 13:09:08

„წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესი იმერეთში არ არის აქტიური, - განაცხადა „P.S.“-თან საუბრისას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონულმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა, - ძირითადად, ამომრჩეველთან შეხვედრები მიმდინარეობს უბან-უბან, მაჟორიტარები ინდივიდუალურად ხვდებიან თავიანთ ამომრჩეველს“. 

მისივე განცხადებით, მიუხედავად ჩამკვდარი წინასაარჩევნო კამპანიისა, გარკვეული სახის დარღვევები ქუთაისში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, უმნიშვნელოდ მაინც აღინიშნა.

 

„ქუთაისში დარღვევები თითქმის არ ყოფილა. ძირითადად, შემთხვევები ფიქსირდება პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით, როგორც ნაციონალური მოძრაობის პლაკატების, ასევე - ოპოზიციის. ჩვენ დავესწარით ვლადიმერ ნაკაშიძის მიერ მოწყობილ ბრიფინგს და იქაც ამაზე იყო საუბარი. ამის შედეგად ჩვენმა ცენტრალურმა ოფისმა მოამზადა წერილი ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი, რომელშიც იყო თხოვნა, რომ საოლქოს რეაგირება გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით; როგორმე აღმოეფხვრათ ეს პროცესი, შეეჩერებინათ და ამ თვალსაზრისით არ ყოფილიყვნენ პარტიები დაჩაგრული. ისედაც ნაკლებად იგრძნობა ქალაქში მათი მასალები, განსაკუთრებით - ოპოზიციური პარტიებისა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სპეციალური სხდომაც კი ჩატარდა ამასთან დაკავშირებით ქუთაისში...“

 

დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონებში შემდეგი სახის კანონმდებლობის დარღვევისა და კამპანიისათვის ხელის შეშლის, ზეწოლა-დაშინების შემთხვევები დაფიქსირდა:

„მონიტორინგის განხორციელების პერიოდში, განსაკუთრებით ხშირი იყო რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების მხრიდან თავისი ნებით რეგისტრაციის მოხსნა.

68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქში „ალიანსი საქართველოსათვის“ წალენჯიხის ორგანიზაციის ლიდერმა, დათო ბელქანიამ, 29 აპრილს განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ზეწოლა მათ მაჟორიტარ კანდიდატებზე. ორი დღის შემდეგ, 1 მაისს, ზვიად გერგედავამ, „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, მოხსნა კანდიდატურა საკუთარი განცხადების საფუძველზე.

№69 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში „სამართლიანი საქართველოსათვის“ ოფისის თავმჯდომარემ, ლუიზა (იზოლდა) თევზაძემ ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პარტიის წევრი გულორდავა რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩნდა პარტიაში, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს. მოგვიანებით, პარტიის წევრმა გულორდავამ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უარი განაცხადა პარტიის წევრობაზე.

№14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „ქრისტიან-დემოკრატიული  მოძრაობის“  მაჟორიტარობის კანდიდატმა თენგიზ ტუხაშვილმა, რომელიც კენჭს იყრიდა წითელწყაროს მაჟორიტარულ ოლქში, მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

იმავე, ?14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ავთანდილ ხარხელაურმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ზემო ქედის მაჟორიტარულ ოლქში.

№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ჩაქვის ?3 უბნის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა ხამზა გორგაძემ უარი განაცხადა კანდიდატობაზე და მოძრაობაში „ალიანსი საქართველოსთვის“ გადავიდა. მან დეტალური მიზეზების დასახელებისაგან სატელევიზიო კომენტარში თავი შეიკავა, მიზეზების გარკვევა ვერც „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა მოახერხა.

№60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსის“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა ალეკო რუსიეშვილმა და ჭიჭიკო ხელაძემ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები; ამავე საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნეს „თოთლაძე-დემოკრატიული პარტიის“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა - ნიკოლოზ ღლონტმა და თემურ სოსელიამ. ასევე კანდიდატურა  მოხსნა „ალიანსი საქართველოს“ კანდიდატმა ნობნა მდინარაძემ.

იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელთა მაჟორიტარობის კანდიდატებმაც მოიხსნეს რეგისტრაცია, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარში აცხადებენ, რომ ამ პიროვნებებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ კანდიდატები „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან ზეწოლის ფაქტებს არ ადასტურებენ.

№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა ?13 (ნარუჯი) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ინგა მაჭარაშვილის (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული წევრი) განცხადება. აღნიშნული კომისიის წევრი მოითხოვდა საუბნო საარჩევნო კომისიიდან გათავისუფლებას, და ამის მიზეზად ასახელებდა სოფლის ყოფილი რწმუნებულის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი მაჟორიტარი კანდიდატის ვალოდია ბერიძის მხრიდან ზეწოლას. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატი ინგა მაჭარაშვილს ადანაშაულებდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციაში და კომისიის წევრობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა. ?13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით ინგა მაჭარაშვილმა თავდაპირველად უშუალოდ ამავე საარჩევნო უბანს მიმართა, თუმცა ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისია კანონმდებლობით არ არის უფლებამოსილი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე, ?13 საუბნო საარჩევნო კომისიამ ეს განცხადება რეგისტრაციაში არ გაატარა. განცხადება იმავე მოთხოვნით, ინგა მაჭარაშვილმა შეიტანა ?60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ამასთან დაკავშირებითაც სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ?13 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს გამოეცხადათ გაფრთხილება. საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული კომისიის წევრი ინგა მაჭარაშვილი დატოვა ?13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, რასაც ქალბატონი თავად დათანხმდა.

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, „ალიანსი საქართველოსათვის“ ოფისის თავმჯდომარის ნონა თოლორაიას განცხადებით, სოფელ ორულუში, ?61 საარჩევნო უბანზე, „ალიანსი საქართველოსათვის“ წარმომადგენელზე - ზურაბ მამფორიაზე, რომელიც იყო საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, განხორციელდა ზეწოლა და დაშინება, რის შედეგად მან დაწერა განცხადება საარჩევნო ოლქიდან წასვლასთან დაკავშირებით. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, მიუხედავად მცდელობისა, ვერ დაუკავშირდა აღნიშნულ პიროვნებას.

26 მაისს, №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი, კონსტანტინე ხმალაძე (ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი) მივიდა ?1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან საუბნო კომისიისთვის შერჩეული ოთახის გამოცვლის მოთხოვნით, რაც წინასწარ არ იყო შეთანხმებული საოლქო საარჩევნო კომისიასთან. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო   „სამართლიანი არჩევნების“ წევრი ელეონორა გელაშვილი, რომელმაც ხმალაძეს შეახსენა, რომ იგი არის რიგითი საარჩევნო სუბიექტი და მას არ ეხება საარჩევნო უბნის განთავსების საკითხი. ამასთანავე, საკითხის შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არა საუბნო, არამედ საოლქო საარჩევნო კომისიასთან უნდა მომხდარიყო. აღნიშნულის გამო, კანდიდატმა ხმალაძემ სიტყვიერი შეურაცხ-ყოფა მიაყენა ორგანიზაციის წევრს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ?13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს შეხვდა „სამართლიანი არჩევნების“ სიღნაღის გრძელვადიანი დამკვირვებელი.

 

№66 ხობის საარჩევნო ოლქში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რევაზ წულაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნოჯიხევის ბაღის გამგეს მაია ცქირიას და დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარს არ დაუჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იგი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ბაღის თანამშრომლები და ასევე ეს ფაქტი გადაიცა ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით. ბაღის გამგის განცხადებით, მასზე ზეწოლა განხორციელდა იმის გამო, რომ მისი ნათესავი (სიძე) - მამუკა ქარდავა არის „ეროვნული საბჭოს“ მაჟორიტარი კანდიდატი.

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის ინფორმაციით, №46 ლენტეხის საარჩევნო ოლქში სოფლის რწმუნებული სოციალურად ზღვარს მიღმა მყოფ ამომრჩევლებზე ახორციელებს ზეწოლას (სოფელი ჟახუნდერი). კერძოდ, ხდება ამომრჩეველთა დაშინება - იმ შემთხვევაში თუ არ გაიმარჯვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ მოქალაქეებს მოეხსნებათ სოციალური სახის დახმარებები. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა №84 ხულოს საარჩევნო ოლქში (ვაშლოვანის თემი), სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსი მინურ აბულაძე (რომელიც ასევე არის საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი) ინდივიდუალური შეხვედრების დროს ვაშლოვანის თემის ამომრჩევლებს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება - იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებზე ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ.

„ალიანსი საქართველოს“ გან-ცხადებით, 4 მაისს №2 ვაკისა და №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქებში პარტიამ გააკრა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ბეჭდვითი მასალები (პოსტერები). პარტიის განცხადებით, იმავე საღამოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „ალიანსი საქართველოს“ პოსტერებს გადააკრეს თავისი პოსტერები. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და დადასტურდა, რომ ?2 ვაკის საარჩევნო ოლქში, ჭავჭავაძისა და ფალიაშვილის (გეგეშიძის ბაღთან) ქუჩებზე და ?3 საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ვაჟა ფშაველას III და VII მიკრო რაიონებში, IV და VI მიკრო რაიონებს შორის, ნამდვილად გადაკრული იყო    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთა პოსტერები „ალიანსი საქართველოს“ კანდიდატების პოსტერებზე. 5 მაისს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოძრაობამ „ალიანსი საქართველოსთვის“ გამართა სპეციალური ბრიფინგი. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ?3 საბურთალოს საარჩევნო ოლქში, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით ისინი შეესწრნენ საბურთალოს ქუჩაზე უცნობი პიროვნებების მიერ მათი პოსტერების ჩამოხევის ფაქტს.

№17 თელავის საარჩევნო ოლქში,?29 საუბნო საარჩევნო კომისიის (საარჩევნო ოლქის მიერ დანიშნული) წევრი გოგონა შავაძე, რომელიც ასევე არის საჯარო სკოლის ბუღალტერი და პენსიებისა და დახმარების ინკასატორიც (საჯარო მოსამსახურე) , პენსიებისა და დახმარებების გაცემის დროს ეწევა ზეპირ აგიტაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73 მუხლის, 5 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს: 1. საარჩევნო კომისიების წევრებს; 2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

№15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენლის, ნანა ბოკერიას განცხადებით, ქალაქ ლაგოდეხში არსებულ მეურნეობის ქუჩაზე აგებენ ასფალტის საფარს და კეთდება სპორტული მოედანი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამის სანაცვლოდ ამომრჩეველს არჩევნებზე მხარდაჭერას სთხოვენ. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთა საუბარში ასეთი ამომრჩევლები არც ადასტურებენ და არც უარ-ყოფენ აღნიშნულ ფაქტს.

 

ამომრჩეველთა სიები

რაც შეეხება ამომრჩეველთა სიებს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარადგინა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დახვეწაზე მომუშავე პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოში წარდგენილი სიები, მონიტორინგის შედეგად მოძიებული პრობლემების ანალიზი. ამჟამად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 566 600 ამომრჩეველია; ამომრჩეველთა საერთო მონაცემი არ შეიცავს ლიახვის, კოდორისა და ახალგორის ამომრჩეველს, რომელთაც არ გაიარეს რეგისტრაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, როგორც იძულებით გადაადგილებულებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ ჩასწორდა 133000 მონაცემი, რომელთაგან: 19815 ჩასწორება სახელში, 33766 - გვარში, 24284 - დაბადების თარიღში, 55094 - გვარში, 225 - დუბლირებული, 2825 - გარდაცვლილი, 13000 ამომრჩეველს შენიშვნის სახით, კანონის შესაბამისად, მიწერილი აქვს: „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“, ხოლო 121000 ამომრჩეველს - „იმყოფება უცხოეთში“ და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 თებერვლამდე 121000 ამომრჩეველი გავიდა საქართველოდან და აღარ დაბრუნებულა.

 

ამომრჩეველთა სიების დახვეწისა და სიების მიმართ ნდობის გაზრდის თვალსაზრისით 2010 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში რეგისტრირებულმა 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ განახორციელა სიების მონიტორინგი. ამისათვის პოლიტიკურ პარტიებს გადაეცათ 120000 ლარი. პოლიტიკურმა პარტიებმა სიების მონიტორინგი დაიწ-ყეს 5 თებერვალს, რაც გაგრძელდა 2010 წლის 10 აპრილამდე.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები იყო: განსხვავებები რეგისტრაციისა და ფაქტობრივ მისამართებს შორის, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები და მისამართის პრობლემები, გარდაცვლილები, უზუსტობები სახელებსა და გვარებს შორის. 2010 წლის 12 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა პარტიების მიერ წარდგენილი სიების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია, სადაც აღინიშნა, რომ მონიტორინგის მიერ გამოვლენილ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა 80000-მდე ჩასწორება ამომრჩეველთა ერთიან სიაში. 10 აპრილს ფინანსური ანგარიში წარმოადგინეს პოლიტიკურმა პარტიებმა: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

2010 წლის 12 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაწოდა პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული სიის ნაწილი.

დაახლოებით ასეთი პოლიტიკური ფონით წარსდგება 30 მაისის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია