დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტროში "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2013/08/16 15:20:29

საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების  - „როსსელხოზნადზორის"  წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში სერტიფიცირების სისტემას გაეცნობიან.

 დღეს,  სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რუსულ დელეგაციასთან  სამუშაო შეხვედრა გაიმართა,  რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ გახსნა. შეხვედრას  ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი,   სოფლის მეურნეობის და ფინანსთა სამინისტროების,  ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

  სამუშაო შეხვედრაზე  სურსათის ეროვნული სააგენტოს  და შემოსავლების სამსახურის სანიტარიის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები სასაზღვრო  ფიტოსანიტარიულ - საკარანტინო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და საექსპორტო მცენარეული პროდუქციის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემაზე. 

 დღესვე,   „როსსელხოზნადზორის"   დელეგაცია  სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეწვია, სადაც   საქართველოში ფიტოსანიტარული  სერტიფიცირების სისტემას გაეცნო. 

 ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  მცენარეული პროდუქტის პირველადი გადამუშავების, დახარისხებისა და  შესანახი საწარმოების, ვაზისა და ხილის წარმოების  ეროვნული  ცენტრის (საგურამო), ხილის კომპანიის, სასათბურე მეურნეობების, ციტრუსისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოების მონახულება, სადაც სტუმრები საექსპორტო პარტიების ფორმირების  და ფიტოსანიტარიული  სერტიფიცირების პროცესის ტექნიკურ დეტალებს გაეცნობიან.

 „როსსელხოზნადზორის"  წარმომადგენლების ვიზიტი   21 აგვისტოს დასრულდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია