დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/15 14:17:28

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, იმერეთის გუბერნატორის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებასა და ძალოვან უწყებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თავად გუბერნატორი კატეგორიულად უარყოფს.


როგორც ზაზა მეფარიშვილმა დღეს psnews.ge-სთან განაცხადა, მისთვისაც გაუგებარია, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. მეფარიშვილი ამბობს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

 

„ჩემს მიერ თანამდებობის დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობს. იქნებ, ეს ინფორმაცია პირვანდელ წყაროსთან გადაამოწმოთ, რადგან მეც მაინტერსებს რატომ „ვტოვებ“ თანამდებობას და სად მივდივარ?"-განაცხადა მეფარიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია