დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკის საელჩომ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/05 13:14:00

ქუთაისის სამეცნიერო  ბიბლიოთეკამ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.


ამერიკის საელჩოს კოორდინატორებმა საგრანტო წინადადებები წარადგინეს.  წარდგენილი პროექტები უნდა ემსახურებოდეს პრიორიტეტული სფეროების  განვითარებას.


აშშ-ს საელჩომ  დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა  2014 წლისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედიაორგანიზაციებს.


დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ელჩის მოადგილის და განყოფილების ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. დაფინანსების შემთხვევაში, კომისია გასცემს გრანტებს მაქსიმუმ 24 000 აშშ დოლარის ოდენობით  შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდების ჩართულობა, გარემოს დაცვა და მასმედიის განვითარება მეტად  ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის.


„აღნიშნული პროექტები ეხმარება ორგანიზაციების ინსტიტუციონალურ განვითარებას მცირე პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამა 1995 წლიდან დაიწყო და საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს, ყოველწლიური პროგრამაა დაახლოებით 18-25 პროექტამდე დაფინანსდება. ანუ,  ისინი მცირე გრანტს მიიღებენ, რომელიცმათ დაეხმარება საკუთარი პროექტების განხორციელებაში,“ - განაცხადა ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა ნინო გაგუამ.


საელჩოში შედგება სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს ყველა შესულ პროექტს და შეარჩევ ფინალისტებს.


 

პროექტების მიღება თებერვლის ბოლოს სრულდება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია