დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს და ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/11/04 11:47:59

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ქალაქ ტალინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.


შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ესტონეთში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით აღმოჩენილი დახმარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში, ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით საქართველოსთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრარული კუთხით თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს, მათ შორის, სურსათის უვნებლობასა და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ნორმების დანერგვას.


ოთარ დანელიამ ურმას კრუუზეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ესტონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.


 

შეხვედრას ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოლავი პეტრონი და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ

 

 

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია