საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელობა ციხეში
გეგუთში გარდაცვლილი პატიმრის ძმა: "ჩემი ძმა საშინლადაა ნაწამები, თვალი აქვს ამოთხრილი"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/05 18:45:18

გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის, გიგა ფარტენაძის ძმის, კობა,ფარტენაძის განცხადებით, პატიმარს არავითარი ე.წ. "თავანი" არ ჰქონია.  

როგორც გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრები ამბობენ, გარდაცვლილი ღამის სამისნახევარზე, მასთან ერთად საკანში მყოფმა პატიმრებმა აწამეს და მოკლეს.

მათივე თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაცია წინასწარ იყო ინფორმირებული. 


“ჩემს ძმას სხეულზე წამების კვალიაღენიშნება, როგორც თავად მინისტრმა განაცხადა, იგი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის 

გამოგარდაიცვალა და მსგავსი საგნები თურმე საკნებში დაშვებულია, ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. მას ჩაიდანი აქვს ჩარტყმული, საშინლად არის ნაწამები, თვალი აქვს ამოთხრილი, ექსპერტიზის პასუხი კი დაკრძალვიდან ერთ კვირაში იქნება ცნობილი. გვინდოდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ბათუმში, მაგრამ უარი გვითხრეს, თბილისის ცენტრალურ ექსპერტიზის ბიუროს მიმართეთო. 

 

ეს ფაქტი ვერ მოხდებოდა ისე, ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო. ჯერჯერობით, ადმინისტრაცია არ დაგვკავშირებია, ჩვენც პატიმარმა დაგვირეკა და გვითხრა გიგას ცხედარი პროზექტურაშია და მიხედეთო.

 

საკანში გიგას გარდა კიდევ სამი პატიმარი იყო, ისინი გეგუთში 4 დღის წინ თბილისიდან გადაიყვანეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, გიგას წამებაში ორი პატიმარი მონაწილეობდა,მესამე კი, უბრალოდ, უყურებდა, გაშველებასაც კი არ ცდილობდა, ერთ-ერთს მეტსახელად„კვერცხას“ უწოდებენ. ჯერჯერობით არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ჩემი ოჯახი, მაგრამ კითხვები არსებობს და გვსურს, ამ კითხვებზე პასუხი გაგვცენ,“ - განაცხადა გარდაცვლილი პატიმრის ძმამ.


 აღნიშნულ ინფორმაციას და პატიმრის ნაწამები სხეულის ფოტოს ,,აფხაზეთის ხმა’’ ავრცელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია