საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
SOS!
დაკარგული ნინო გვასალიას დედა პოლიციას აკრიტიკებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/07 14:18:47

ნინო გვასალიას დედა, ლალი ცინცაძე საკუთარ განცხადებაში პოლიციის არაორგანიზებულობაზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მისი შვილის დაკარგვიდან 22 დღე გავიდა, თუმცა ძიებას ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ აქვს.

 

22-ე დილა გათენდა 17 ოქტომბრის შემდეგ და გამოძიებას ისევ არაფერი აქვს, არც მიმართულება, არც რაიმე კვალი. ფაქტია, რომ პოლიცია ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებს ვერ აკონტროლებს! რა გამოდის, კამერებიან დედაქალაქში ტაქსის მოძრაობის მიმართულებაც კი ვერ დავადგინეთ?! გამოდის, რომ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი დანაშაული, ჩაჯდეთ ტაქსში ხახანაშვილის ქუჩაზე და ოთხივე კუთხით გზა ხსნილი გაქვს?! გამოდის, რომ სადაც არ მუშაობს ინფორმატორის ინსტიტუტი და აღიარებითი ჩვენების გამოცდილი მექანიზმები, პოლიცია უძლურია რაიმეს მიაგნოს?! გამოდის, რომ ამ ერთი ბეწო ქვეყანაში, მის 80%-საც კი ვერ ვაკონტროლებთ?! მე არ ვამბობ, რომ ძებნის ბრძანება არ გაცემულა, მაგრამ რამდენად ადექვატურად სრულდება ეს ბრძანება შემსრულებლების დონეზე?! გუშინ მთელი დღე მცხეთაში გავატარე, თბილისიდან 20 წუთის სავალზეც კი მცხეთის ცენტრში, არავინ არაფერი იცოდა ნინოს შესახებ! იცოდა პოლიციამ, რომელსაც თავად ინფორმაცია აქვს, მაგრამ მოსახლეობის ინფორმირების გარეშე, ძებნის რა მექანიზმს იყენებენ, ბავშვს როგორ ეძებენ, ვერ გავიგე! იგივე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც. გთხოვთ დამეხმაროთ და გაავრცელოთ ინფორმაცია ყველა შესაძლო საშუალებით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ნინო ერთხელ მაინც არის ნამყოფი - ეს ის ადგილებია, სადაც აკადემიიდან ექსკურსიებზე დადიოდნენ 3 წლის განმავლობაში -  შიომღვიმე (მცხეთა-მთიანეთი), ატენის სიონი (ქართლი), უჯარმა, გარეჯი, ზეგანის, ვეჯინის და წმ. მარინეს მონასტრები (კახეთი), აბუდელაურის ტბები, რომაული აბანოები, წარმართული ტაძარი (მცხეთა მთიანეთი), კოხტაგორა (სამცხე ჯავახეთი), ბირთვისები (ქვემო ქართლი), გრემი ნეკრესი (კახეთი), სამთავისი (გორი), ყინწვისი, ურბნისი (ქართლი), მუხრანი, წრომი, სამწვერისი, წილკანი, ძალისა, ახალი შუამთა, ალავერდი... ბორჯომის ხეობა", - ნათქვამია ცინცაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია