დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი: – „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისზეც და მის მერზეც ხელი დაიბანა“
2013/08/23 13:26:51

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი: – „ქართულმა ოცნებამ“  ქუთაისზეც და მის მერზეც ხელი დაიბანა"

დიმიტრი კოპალიანის შვებულებაში გასვლას მწვავე კრიტიკით ხვდებიან ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარის" თავმჯდომარეს დავით გოგისვანიძეს მიაჩნია, რომ კოპალიანი შვებულებაში თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაუშვეს.

„მეტი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო, რათა გამოგეძებნათ რაღაც კომპრომისი. თავიდან ჩვენ ვიცოდით, რომ დიმიტრი კოპალიანი იყო „ქართული ოცნების" კადრი, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრი არცთუ ისე კარგად იცნობდა მას. განვითარებული პროცესები კი ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ, ხელი დაიბანა და გასწირა თავისი კადრი. ეს ყველაფერი კი ცხადჰყოფს, რომ „ქართულ ოცნებას" ფეხებზე ჰკიდია ქუთაისი,“ – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების" თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ვიდრე დიმიტრი კოპალიანის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდებოდა, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ქალაქის მერსა და ფრაქც „პატრიოებს" შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას,  მერის უახლოესი გარემოცვა ადასტურებდა, რომ კოპალიანი არც თანამდებობის დატოვებას და არც შვებულებაში გასვლას არ გეგმავდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია