საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კონფლიქტი
წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/05 15:42:32

წყალტუბოში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მათ მოტყუებასა და დაცინვაში ადანაშაულებენ. როგორც დევნილები აცხადებენ, სამინისტროში ახალ საცხოვრებელ ბინებში გადაყვანისას მათ სულადობრივ რაოდენობას არ ითვალისწინებენ და ათწევრიან ოჯახსაც კი სამოთახიან ბინას სთავაზობენ. ფართების სიმცირის გამო, რამდენიმე ოჯახმა შეთავაზებულ ბინაზე უარი განაცხადა. როგორც თავად აღნიშნეს, იმაზე გაცილებით ცუდ პირობებს სთავაზობენ, ვიდრე ამჯერად ცხოვრობენ.

სასტუმრო „თბილისის“ შენობაში ამ დროისათვის აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი ცხოვრობს.

„ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილების მტერია. არავის ჩვენი ბედი არ აინტერესებს, როგორ შეიძლება, ათმა ადამიანმა სამ ოთახში იცხოვროს? თან ამ სამ ოთახში შედის მისაღები, სამზარეულო და ერთი საძინებელი. ამასწინათ ერთი ადამიანი მოკვდა,  „ლედნიკი“ რომ  ესვენა, „კრუგი“ ვერ დავარტყით, ისეთი სივიწროვე იყო და მიცვალებულს გარედან ვუყურებდით. ჩვენი წუხილი არავის ანაღვლებს, მხოლოდ უშედეგო დაპირებები, დავიღალეთ, აფხაზეთში სახლები, ახლობლები და ჯანმრთელობა დავკარგეთ და აქ პატივსაც კი არ გვცემენ,“ - აცხადებენ სასტუმრო „თბილისის“ მცხოვრებლები.

ამ დროისათვის წყალტუბოში დევნილებისათვის ორი ობიექტი გარემონტდა. ყოფილი „სტატისტიკის შენობა“ 17 ოჯახზე და საავადმყოფოს შენობა, რომელიც 40 ოჯახზეა გათვლილი. სამინისტროს ინფორმაციით,  წყალტუბოში დევნილებისათვი დამატებით 5 ბინის აშენება იგეგმება.

წყალტუბოში მცხოვრები დევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით psnews.ge ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა, მათი პასუხები და ვრცელი მასალა იხილეთ გაზეთ „p.s.“-ის უახლოესი  ორშაბათის ნომერში.

 

ნესტან ჩაგელიშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია